Butasal 100
Interchemie, ნიდერლანდები
B ჯგუფის ვიტამინი პარენტერალური გამოყენებისათვის
რაოდენობრივი და თვისობრივი შემადგენლობა თვითოეულ მლ-ზე:
ბუტაფოსფანი --------------------------------------------------------- 100 მგ.
ციანოკობალამინი --------------------------------------------------- 5 მკგ
სამიზნე სახეობები და დოზირება:
ცხენები და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: 5 – 25 მლ.
ხბო და კვიცი: 5 – 12 მლ.
თხა და ცხვარი: 2,5 – 5 მლ.
ბატკანი და თიკანი: 1,5 – 2,5 მლ.
ღორი: 2,5 – 10 მლ.
გოჭი: 1 – 2,5 მლ.
ძაღლები და კატები: 0,5 – 5 მლ.
შინაური ფრინველი 1 მლ. -
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ყოველდღიურად გამოყენება; – ქრონიკული დავადებების დროს: განახევრებული დოზა 1-2 კვირის (ან ნაკლები) ინტერვალის დაცვით; – ჯანმრთელ ცხოველებში: განახევრებული ჩვენებები:
ჩვენებები: ბუტასალი-100 გამოიყენება მწვავე ან ქრონიკული მეტაბოლური დაავადებების სამკურნალოდ, რომელთა მიზეზებია არასაკმარისი კვება, არაადეკვატური რაციონი ან სხვა დაავადება (მაგ. ზრდა-განვითარების ან კვებითი დარღვევების შედეგად განვითარებული დაავადებები ახალშობილ ცხოველებში, მეორეული კეტოზი ძროხებში). პრეპარატი გამოიყენება უნაყოფობის სამკურნალოდ, მშობიარობის შემდგომი პერიოდის დაავადებების დროს, ასევე ხელს უწყობს უნაყოფობის მკურნალობას. პრეპარატი წარმოადგენს აღმდგენ საშუალებას სტერესის, გადაღლის, დატვირთვის, გამძლეობის დაქვეითების დროს. იგი მატონიზირებელი ფუნქციების მატარებელია სისუსტის, მეორეული ანემიისა ან ორგანიზმის გადაციების შემთხვევებში. ბუტასალი-100 დამატებით ხელს უწყობს კუნთოვანი მასების ნორმალურ ფიზიოლოგიას, უნაყოფობის მკურნალობას, ტეტანიისა და პარეზის მკურნალობას კალციუმთან და მაგნიუმთან ერთად.
უკუჩვენებები: არ გააჩნია
გვერდითი მოვლენები: არ არის ცნობილი
ორგანიზმიდან გამოსვლის პერიოდი:
ხორცი: 0 დღე; - რძე: 0 დღე. შ
შენახვის პირობები: ბუტასალ-100-ს აქვს ვადა 3 წელი, თუ ინახება ბნელ ადგილას 15-25°C ტემპერატურაზე. გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში (2 – 8 °C) და გახარჯეთ 2 კვირის განმავლობაში. შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას!
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC
ვეტერინარული კოდი: ATC
ვეტ კოდი: QA12CX91 - ბუტაფოსფანები და სხვა მეტაბოლური მინერალური პროდუქტები.
შეფუთვის ფორმა:
100 მლ საინექციო ხსნარი ქარვისფერ მინის ფლაკონში I ტიპის სტერილური ბუთილის საცობითა და ალუმინის ჩაჩით, ჩანართი ფურცლით, მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში
„შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66
მწარმოებელი:
Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands