Vitol 80 C Oral
Interchemie, ჰოლანდია
ვიტამინების კომპლექსი პერორალური გამოყენებისათვის
შემადგენლობა:
ვიტამინი A რეტინოლის პალმიტატი ........................... 50 000 სე.
ვიტამინი D3 ქოლეკალციფეროლი .............................. 10 000 სე.
ვიტამინი E, ალფა-ტოკოფეროლ აცეტატი ........................ 20 მგ.
ვიტამინი C .................................................................................. 100 მგ.
დახასიათება:
რეტინოლი ხელს უწყობს ეპითელური შრის ფუნქციონირებას, ქოლეკალციფეროლი არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმს სისხლში და ასევე მათ შეწოვას ორგანიზმში. გარდა ამისა, ახალგაზრდა და მოზარდ ცხოველებში ქოლეკალციფეროლი განაპირობებს მოძრაობის აპარატისა და კბილების ფორმირებას. ალფა-ტოკოფეროლი არის ცხიმში ხსნადი უჯრედშიდა ანტიოქსიდანტი.
ჩვენებები:
გამოიყენება ცხვარში, თხაში, ფრინველში, ღორში, მსხვილფეხა რქოსანში. სტრესული მდგომარეობისას თუ იგი გამოწვეულია ვაქცინაციით, დაავადებებით, ტრანსპორტირებით, მაღალი ტემპერატურით, ტემპერატურის ცვალებადობით და მაღალი ტენიანობით. ხელს უწყობს საკვების ათვისების გაუმჯობესებას.
მიღების წესი და დოზირება:
გამოიყენება პერორალური გზით:
ხბო, თხა, ცხვარი : ................................................................................................... მლ 40 კგ 3-5 დღის განმავლობაში.
მსხ. რქ. პირუტყვი: .................................................................................................1 მლ 80 კგ 3-5 დღის განმავლობაში.
ფრინველი და ღორი: .......................................... 1 ლიტრი 4000 ლიტრ სასმელ წყალში 3- 5 დღის განმავლობაში.
მოცდის პერიოდი:
არ გააჩნია.
შეფუთვა:
1 ლიტრი შემცველობის პოლიმერის ბოთლი.
შენახვის პირობები:
ბნელ, მშრალ ადგილას 25 ºC ტემპერატურაზე.