Introvit
Interchemie, ნიდერლანდები
ვიტამინების კომპლექსი პარენტერალური გამოყენებისათვის
თითოეული მლ-ის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
ვიტამინი A, რეტინოლ პალმიტატი 15000 სე ვიტამინი D3, ქოლეკალციფეროლი 7500 სე ვიტამინი E, α-ტოკოფეროლის აცეტატი 20 მგ ვიტამინი B1, თიამინის ჰიდროქლორიდი 10 მგ ვიტამინი B2, რიბოფლავინი ნატრიუმ ფოსფატი 5 მგ ვიტამინიB6, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 3 მგ ვიტამინი B12, ციანკობალამინი 60 მკგ დექსპანთენოლი 25 მგ ნიკოტინამიდი 50 მგ ფოლიუმის მჟავა 150 მკგ ბიოტინი 125 მკგ ქოლინის ქლორიდი 12.5 მგ ამინომაჟავები 12 მგ
სამიზნე სახეობები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა და ღორი
ჩვენებები:
ინტროვიტი არის საქონლის, ცხვრის, თხისა და ღორისთვის აუცილებელი ვიტამინებისა და ამინომჟავების ბალანსირებული კომბინაცია.
ინტროვიტი გამოიყენება:
ფერმის ცხოველებში ვიტამინების ან ამინომჟავების დეფიციტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის; - სტრესის პროფილაქტიკასა ან მკურნალობაში(რაც შეიძლება იყოს გამოწვეული ვაქცინაციით, დაავადებებით, ტრანსპორტირებით, მაღალი ტენიანობით, მაღალი ტემპერატურით ან ტემპერატურის უკიდურესი ცვლილებებით); - კვებითი სტატუსის გაუმჯობესებისათვის.
დოზირება:
კანქვეშ ან კუნთში ინექციისათვის. მსხვილფეა რქოსანი პირუტყვი:10 – 15 მლ. ცხვარი და თხა: 5 – 10 მლ. ღორი: 2 – 10 მლ.
უკუჩვენებები:
არ დანიშნოთ შემდეგ ცხოველებში: ცხენი, კვიცი, ხბო, ბატკანი და თიკანი. არ გამოიყენოთ ცხოველებში, რომელთა ხორციც საკვებად არის განკუთვნილი და A ვიტამინის რაოდენობა ნორმაშია ქსოვილებში დაგროვების შესაძლებლობის გამო. გვერდითი მოვლენები: დადგენილი დოზირების რეჟიმის დაცვისას არასასურველი გვერდითი ეფექტები არ ვლინდება. შესაძლოა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება. A ვიტამინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს საკვების მოხმარების შემცირება, სხეულის წონის მატება, ერითემა, ალოპეცია, ლორწოვანი გარსის მხრივ ცვლილებები და ლულოვანი ძვლების მოტეხილობები, რაც ვლინდება კოჭლობით ან სიარულის მანერის შეცვლით. D ვიტამინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალცემია, ჰიპოფოსფატემია, ოსტეოპოროზი, ჰიპოპარათირეოზი, ჰიპერკალციტონინემია და დისტროფიული კალცინოზი.
ორგანიზმიდან გამოსვლის პერიოდი: 0 დღე.
შენახვის პირობები:
ინტროვიტი ვარგისია დამზადებიდან 2 წლის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურაზე (15 - 25 °C) ბნელ ადგილას შენახვის შემთხვევაში. გახსნის შემდეგ ინტროვიტი ინახება გრილ (2 - 8 °C) და სინათლისაგან დაცულ ადგილას და უნდა გაიხარჯოს 2 კვირის განმავლობაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
გაფრთხილებები:
მაკეობის პირველ ტრიმესტრში უნდა გამოიყენოთ სიფრთხილით A ვიტამინის ტერატოგენული ეფექტის გამო. არ დანიშნოთ შემდეგ ცხოველებში: ხბო, ცხენი, კვიცი, ბატკანი და თიკანი. ინექციამდე არ არის მიზანშეწონილი ინტროვიტის სხვა პრეპარატებთან შერევა. კუმულაციის თავიდან ასაცილებლად პრეპარატი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ. გამოყენებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული კანთან კონტაქტი. ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი: QA11BA00 – ვიტამინები და მულტივიტამინები
გამოშვების ფორმა:
100 მლ-იანი ყავისფერი II ტიპის მინის ბოთლები, I ტიპის ბუთილის თავსახურით და ალუმინის ჩაჩით.
იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „შპს ინვეტი“
მისამართი:
ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66
მწარმოებელი:
Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8 5804 CG Venray The Netherlands