Calciomic
Microsule, ურუგვაი
კალციუმისა და მაგნიუმის კომბინაცია პარენტერალური გამოყენებისათვის
აღწერილობა:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, ცხენის და ღორისთვის განკუთვნილი საინექციო ენერგეტიკი.
ყოველი 100 მლ-ის თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
კალციუმის გლუკონატის მონოჰიდრატი.....40 გ
მაგნეზიუმ გლიცეროფოსფატი...............1.0 გ
მაგნეზიუმ ქლორიდის ჰექსაჰიდრატი.....3.0 გ
მშრალი გლუკოზა......................................5.0 გ
მშრალი კოფეინი......................................0.4 გ
დამხმარე საშუალებები...........................100 მლ.
სამიზნე ცხოველები:
მსხ.რქ.პირუტყვი, ცხვარი, ცხენი და ღორი.
ჩვენებები:
ჰიპოკალცემია, ჰიპომაგნემია, სისუსტე, კანკალი, ტეტანია, ცხელება, ეკლამფსია, აცეტონემია, ძროხის დაცემის სინდრომი(მშობიარობის შემდგომი პარეზი, ტრავმა).
გამოყენების მეთოდი და დოზირება:
პრეპარატის ინექცია კეთდება კანქვეშ, ინტრაპერიტონეალურად ან ინტრავენურად.
მსხ.რქ.პირუტყვი და ცხენი: 60-100 მლ.
ხბო და კვიცი: 15-30 მლ.
ცხვარი: 10-20 მლ.
ღორი: 10-30 მლ.
უკუჩვენებები:
მაღალი დოზებით ნამკურნალები ცხოველები.
გვერდითი ეფექტები:
ინტრავენური შეყვანისას ინექციის არეში შესაძლოა განვითარდეს ვენის ანთება და სისხლის შედედების გაძლიერება. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ძალიან სწრაფად შეყვანა შესაძლოა განვითარდეს არითმია ან ბრადიკარდია. თუ მკურნალობა ტარდება მაღალი დოზებით და ხანგრძლივად შესაძლოა ზემოთ აღნიშნულთან ერთად იყოს კუნთების სისუსტეც.
მოცდის პერიოდი:
0 დღე
მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისათვის!
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები:
მკვეთრად გამოხატული დეფიციტისას რეკომენდებულია ინტრავენური ინექცია, ასევე კომბინაცია- ნელი ინექციით კანქვეშ ან ინტრაპერიტონეალური მეთოდით. საწყისი სწრაფი ეფექტის მიღების შემდეგ მოწოდებულია სხვა გზით მკურნალობის გაგრძელება. როდესაც პრეპარატის შეყვანა მხოლოდ კანქვეშ ხდება, დოზა სამ-ოთხ ადგილას უნდა გადანაწილდეს. ინტრავენურად ინექცია უნდა განხორციელდეს ნელა.
დაუშვებელია ხელახლა ცარიელი კონტეინერების გამოყენება. გაანადგურეთ შესაბამისი წესით- დაწვით ან ჩამარხეთ მდინარეებისაგან და წყალსატევებისაგან მოშორებულ ადგილას.
შეფუთვა:
100მლ საინექციო ხსნარის მოთავსებული უფერო პოლიპროპილენის ბოთლში დახურული რეზინის საცობით და ალუმინის ჩაჩით - მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ და პირდაპირი მზის სხივებისგან დაცულა ადგილას ოთახის ტემპერატურაზე; კონტეინერს თავსახური მჭიდროდ მოარგეთ. დაუშვებელია ცარიელი კონტეინერის ხელახლა გამოყენება.შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი:
საინექციო ენერგეტიკი, კალციუმის პრეპარატები ATC Vet code: QA12A
იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის ქ. № 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66;
მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი LABORATORIOS MICROSULES URUGUAY S.A. 4.2.- მისამართი: (Street – City – Country): Rout 101 km. 28, Cno. al Paso Escobar s/n – Pueblo Capitán Artigas Canelones – Uruguay – C.P. 91.001 Phone. 2288 6761 – Fax: 2288 6760