Stimosol Oral
Interchemie, ჰოლანდია
ვიტამინების კომპლექსი პერორალური გამოყენებისათვის
შემადგენლობა:
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
საფუარის ექსტრაქტი .......................................................................... 60,0 მგ.
ვიტამინი B1-თიამინ ჰიდროქლორიდი ................................................ 3,0 მგ.
ვიტამინი B2-რიბოფლავინი .................................................................. 6,0 მგ.
ვიტამინი B6-პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ..................................... 4 მგ.
ლიმონმჟავა ............................................................................................. 16,0 მგ.
ვაშლის მჟავა ............................................................................................. 3,0 მგ.
ფოსფორმჟავა ........................................................................................... 13,6 მგ.
ღვინის მჟავა ................................................................................................ 3 მგ.
კალიუმის ქლორიდი ................................................................................. 0,40 მგ.
სპილენძის სულფატი ................................................................................. 20,0 მგ.
დახასიათება:
სტიმოსოლ ორალი - საფუარის ექსტრაქტის, B ჯგუფის ვიტამინების, ორგანული მჟავების , მიკრო და მაკრო ელემენტების იდეალურად დაბალანსირებული ნარევია. საფუარის ექსტრაქტი ხელს უწყობს საკვების გადამუშავებას. B ჯგუფის ვიტამინები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. ცხოველის ინტენსიური ზრდის დროს არსებობს ამინომჟავების და B ჯგუფის ვიტამინების გაძლიერებული მოთხოვნა. ორგანული მჟავები ამაღლებენ კუჭ - ნაწლავის მჟავნიანობას, აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას. სტიმოსოლ ორალი არის მაღალი ხარისხის ეფექტური საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდას და იმუნიტეტის გაძლიერებას.
ჩვენებები:
პროდიქტი ხელს უწყობს ზრდის პროცესის გაუმჯობესებას, გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება, ხელს უშლის მავნე მიკრობების განვითარებას კუჭ-ნაწლავში. ახდენს ენზიმების სტიმულირებას, არასასურველი ნაერთების დაშლას, იმუნური სისტემის სტიმულირებას, ორგანიზმის ფიზიოლოგიური ფუნქციების რეგულირებას და ეხმარება ორგანიზმს საკვების გადამუშავებაში.
მიღების წესი და დოზირება:
განკუთვნილია ორალური გამოყენებისთვის: 1ლ 2000 – 4000 ლ სასმელ წყალში 3-5 დღე.
მოცდის პერიოდი:
0 დღე.
შეფუთვა:
100, 1000 მლ, 5000 მლ პოლიმერის ბოთლები.
შენახვის პირობები:
პრეპარატი უნდა ინახებოდეს მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 8-15 º C ტემპერატურაზე.