ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

მიკოფიქს სელექტი 3.0

₾14.40
მიმართულება : მეფრინველეობა
ბრენდი : ბიომინი
პროდუქტის ტიპი : ტოქსინების საწინააღმდეგო
პროდუქტის ფორმა : ფხვნილი
კოდი : 5002

მიკოფიქს სელექტი 3.0

Biomin, ავსტრია

მიკოტოქსინების დეზაქტივატორი

 

 

 

შემადგენლობა:

მიკოფიქს სელექტი შედგება 4 აქტიური კომპონენტისგან:  მინერალური ნივთიერებების სინერგიული ნარევი,   ბაქტერიული შტამი BB SH 797, ფიტოგენური ნივთიერებები, წყალმცენარეების ექსტრაქტი.

 

 

 

დახასიათება:

მიკოფიქს სელექტი ანეიტრალებს მიკოტოქსინებს საკვებში და იცავს ყველა ასაკის ცხოველებსა და ფრინველებს მიკოტოქსიკოზებისაგან, იცავს ღვიძლის პარენქიმას და ნაწლავის ლორწოვან გარსს მიკოტოქსინების მავნე ზეგავლენისგან. ამაღლებს და ასტიმულირებს იმუნურ სისტემას.

 

 

ჩვენება:

მიკოფიქს სელექტი გამოიყენება ცხოველთა და ფრინველთა საკვებში არსებული მიკოტოქსინების დეაქტივაციისა და ორგანიზმზე მისი მავნე ზემოქმედების პრევენციისთვის.

 

 

 

მიღების წესი და დოზირება:

პროფილაქტიკური დოზა: 0.5 -1.0 კგ მიკოფიქს სელექტი 1 ტონა მზა საკვებზე აღნიშნული დოზა გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია საკვებში არსებული მიკოტოქსინების რაოდენობის განსაზღვრა ან ეჭვია საკვების  დაინფიცირებაზე. სამკურნალო დოზა: 1.5 - 2.5 კგ მიკოფიქს სელექტი 1 ტონა მზა საკვებზე მიკოტოქსინებით საკვების დაინფიცირების ხარისხის შესაბამისად.

 

 

 

შეფუთვა:

500 გრ-იანი და 25 კგ-იანი პოლიმერის ტომარა.

 

 

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ფასდაკლება