ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

პოულტრი სტარ მი

₾160.00
მიმართულება : მეფრინველეობა
ბრენდი : ბიომინი
პროდუქტის ტიპი : პრობიოტიკი
პროდუქტის ფორმა : ფხვნილი
კოდი : 5004

 პოულტრი სტარ  მი

Biomin, ავსტრია

პრობიოტიკებისა და პრებიოტიკების კომბინაცია

 

 

შემადგენლობა:

დაფუძვნებულია ნატურალურ ინგრედიენტებზე, რომლებიც თავისთავში მოიცავს პრებიოტიკებისა და პრობიოტიკების (Enterococcus faecium; Lactobacillus reuteri ) სასიკეთო გავლენას.

 

 

დახასიათება:

პროდუქტი შეიცავს პრობიოტიკებისა და პრებიოტიკების ოპტიმალურ რაოდენობას. იცავს კუჭ-ნაწლავს მავნე ბაქტერიებისაგან და მათ მიერ გამოწვეული დაავადებებისაგან (მიკოტოქსიკოზები, მოწამვლები და სხვა), აუმჯობესებს კვერცხდების ხარისხს და ხელს უწყობს წონამატს. არის ანტიოქსიდანტი, აძლიერებს იმუნურ სისტემას და საკვების ათვისების ხარისხს. ასევე გამოიყენება ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომ პერიოდში, ნორმალური მიკროფლორის აღსადგენად.

 

 

მიღების წესი და დოზირება:

უნდა შეერიოს მზა საკვებს, ფრინველებისათვის და გოჭებისათვის 0.5 კგ 1 ტონა მზა საკვებზე. დოზა ორმაგდება ბაქტერიული ინფექციების მაღალი მაჩვენებლის შემთხვევაში.

 

 

შეფუთვა:

500 გრ-იანი და 25 კგ-იანი ტომარა.

 

 

შენახვის პირობები:

ინახება სინათლისგან დაცულ მშრალ და გრილ ადგილას.

ფასდაკლება