ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ოვარელინი

₾91.00
მიმართულება : მესაქონლეობა
ბრენდი : სევა
პროდუქტის ტიპი : ჰორმონალური
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 4607140043582

ოვარელინი 

Ceva, საფრანგეთი

საინექციო ჰორმონი საქონლის სინქრონიზაციისათვის

 

 

 

შემადგენლობა:

გონადორელინი .............................................................................................................  50 მგ.

ბენზილის სპირტი ..........................................................................................................  15 მგ.

 

 

 

დახასიათება:

პრეპარატი ასტიმულირებს ყვითელ სხეულებს საკვერცხეებში, რასაც შემდგომ მოყვება ესტრუსი (სქესობრივი ნდომის გამოვლენა) და ოვულაცია (მომწიფებული ფოლიკულის გასკდომის ფაზა და საკვერცხიდან გადმოსვლა); აქვს ძლიერი მასტიმულირებელი ეფექტი საშვილოსნოს გლუვი კუნთების.პრეპარატის შეწოვა ორგანიზმში ხორციელდება სწრაფად. მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს ინექციიდან  10-20 წუთის განმავლობაში.

 

 

 

ჩვენებები:

შენელებული და დაგვიანებული ოვულაცია, ფოლიკურული კისტა, უნაყოფობა, საკვერცხეების ფუნქციის დაქვეითება, ახურების სინქრონიზაცია, მშობიარობიდან განაყოფიერებამდე პერიოდის შემცირება.

 

 

 

მიღების წესი და დოზირება:

სულზე 2 მლ რაოდენობის ჰორმონი. ინექცია ხორციელდება ციკლის პერიოდში, იმისათვის რომ გავზარდოთ პროცენტულობა, დაცული უნდა იქნეს სქესობრივი განაყოფიერების ციკლის

დროის შემდეგი სქემა. ციკლის სიმპტომების გამოვლენიდან (ესტრუსი) 4 დან 10 საათამდე უნდა მოხდეს პრეპარატის შეყვანა, რეკომენდებულია საქონლის ინექციასა და ხელოვნურ ოვულაციას შორის, უნდა იყოს დაცული 2 საათიანი ინტერვალი. ხელოვნური განაყოფიერება უნდა განხორციელდეს მოცემული რეკომენდაციის შესაბამისად, 12-24 საათში ოვულაციის დაწყების შემდეგ.

 

 

 

უკუჩვენებები:

მაკე საქონელში გამოყენება დაუშვებელია.

 

 

 

შეფუთვა:

10, 20 მლ შემცველობის შუშის ფლაკონები.

 

 

 

შენახვის პირობები:

ინახება მზის პირდაპირი სხივებისაგნ დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

 

ფასდაკლება