პრაიდ დელტა აპლიკატორი
Ceva, საფრანგეთი
ვაგინალური ჰორმონი საქონლის სინქრონიზაციისთვის
შემადგენლობა:
პროგესტერონი თითო მოწყობილობაზე ..............................................................................1.55 გ.
დახასიათება:
პრეპარატი ხელს უწყობს ესტრუს და ოვულაციას. პრიდ დელტა გამოიყენება ფურებში და სქესობრივად მომწიფებულ დეკეულებში, ესტრუსის სინქრონიზაციისათვის სქესობრივი ციკლის დროს, ასევე სქესობრივი ციკლის არ არსებობის აღმოსაფხვრელად და მისი სტიმულაციისათვის.
გამოყენების წესი:
თავსდება ფურის საშვილოსნოში სპეციალური აპლიკატორის მეშვეობით და საშვილოსნოში ტოვებენ სინქრონიზაციის პროგრამისა და დაგეგმარების მიხედვით , 5-7 დღის განმავლობაში.
მოცდის პერიოდი:
ხორცი: 0 დღე.
რძე: 0 დღე.
უკუჩვენებები:
არ გამოიყენოთ სქესობრივად მოუმწიფებელ დეკეულებში, მშობიარე ცხოველებში, ასევე ფურებში მშობიარობის შემდეგ 35 დღეზე ადრე, გარდა ამისა სასქესო ორგანოების ინფექციური და არაინფექციური დაავადებების შემთხვევაში.
შეფუთვა:
10 ცალი მოწყობილობა 1 ყუთში.
შენახვის პირობები:
უნდა ინახებოდეს 0° C +25°C ტემპერატურაზე.