Antisedan 5მგ
Orion Pharma, ფინეთი
რეცეპტორების მაბლოკირებელი აგენტი (ალფა-2 ანტაგონისტი)
შემადგენლობა:
ატიპამეზოლი..................................................................................................................................... 5 მგ.
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი_(ე218) .............1 მგ.
დახასიათება:
ატიპამეზოლი არის ძლიერი და შერჩევითი ალფა-2 რეცეპტორების მაბლოკირებელი აგენტი (ალპჰა-2 ანტაგონისტი), რომელიც ხელს უწყობს ნეირომედიატორის ნორადრენალინის გათავისუფლებას როგორც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, აგრეთვე პერიფერიულ ნერვულ სისტემაში. ხდება ნეირონული აქტივობის ზრდა და შესაბამისი ცენტრალური ნერვული სისტემის გააქტიურება. გამოყენების შემდეგ ცხოველები იღვიძებენ და შეუძლიათ სიარული.
მიღების წესი და დოზირება:
გამოიყენება ძაღლსა და კატაში კუნთში და კანქვეშა ინექციისთვის. ეფექტი იწყება უფრო სწრაფად კუნთში ინექციის შემდეგ. დოზირება შეიძლება განმეორდეს, საჭიროების შემთხვევაში. ანტისედანი ეძლევა 15-დან 60 წუთში დექსმედეტომიდინის შემდეგ. ცხოველთა მდგომარეობა ნორმალიზდება 5-დან 10 წუთში. ძაღლებში, ანტისედანის დოზა გათვლილია მილილიტრში.
ძაღლი:.......................................................................................................................0,1- 0.5 მლ
კატა:...........................................................................................................................0.1-0.2 მლ
კატებში, რომლებიც 3კგ-ზე მასით მეტი არიან, რეკომენდირებულია 0.5მგ/მლ. დექსმედეტომიდინის გამოყენება. ანტისედანი ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას ცხოველთა გამოღვიძებისთვის ზოგადი ანესთეზიის შემდეგ მედეტომიდინის, კეტამინის, დექსმედეტომიდინის და კეტამინის კომბინაციით. ასეთ შემთხვევაში, ანტისედანის დოზა არის იგივე გამოღვიძებისას სედაციის შემდეგ. ანტისედანის ინექცია შეიძლება მიღებულ იქნას არა უგვიანეს 30-დან 40 წუთით კეტამინით (ან სხვა სანარკოზო საშუალება) ინექციის შემდეგ
ორგანიზმიდან გამოყოფა:
ძაღლებში, ატიპამეზოლის ნახევარი დოზა რჩება ორგანიზმში დაახლოებით 1 საათი. ატიპამეზოლი იჟანგება ძირითადად ღვიძლში და მისი მცირე ნაწილი არის თირკმელებში. მეტაბოლიტების უმრავლესობა გამოიყოფა შარდთან ერთად.
უკუჩვენებები:
არ ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
შეფუთვა:
10 მლ შუშის ფლაკონი.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ და გრილ ადგილას.