Ketosol 100
Interchemie, ჰოლანდია
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი პარენტერალური გამოყენებისათვის
შემადგენლობა:
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
კეტოპროფენი ...........................................................................................................100 მგ.
დახასიათება:
პრეპარატი მიეკუთვნება ფენილპროპიონის მჟავებს რომელიც არასტერიოდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. მისი ძირითადი ფარმაკოლოგიური თვისება გამოიხატება ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევ მოქმედებაში.
ჩვენებები:
პრეპარატი ინიშნება ცხენში ძვლების, სახსრების და ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის ანთებისა და ზოგადი ტკივილის შემთხვევებში. სხვადასხვა წარმოშობის კოლიკის, მხსვილფეხა რქოსან პირუტყვში სასუნთქი სისტემის ინფექციებისა და მწვავე კლინიკური მასტიტების, ხოლო ღორში სასუნთქი სისტემის ინფექციების და მასტიტ-მეტრიტ-ართრალგიური სინდრომის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
ცხენი: 1 მლ 45კგ ცოცხალ წონაზე, ინტრავენური ინექცია დღეში ერთხელ, 3-5 დღი.
საქონელი: 1 მლ 33 კგ ცოცხალ წონაზე, ინტრავენური ან კუნთში ინექციით დღეში ერთხელ, 3 დღე.
ღორი: .........................................................1 მლ 33კგ ცოცხალ წონაზე, კუნთში ერთჯერადი ინექცია.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა კეტოპროფენის მიმართ, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან ერთად მიღება 24 საათის განმავლობაში, ღვიძლის და თირკმლის დაავადებები, გარდა ამისა მაკე ფაშატებში დანიშნვა, ვინაიდან არ არის განსაზღვრული ცხენების მაკეობაზე ან ნაყოფის ჯანმრთელობაზე კეტოპროფენის ზეგავლენა.
მოცდის პერიოდი:
პირუტყვი: ინტრავენური შეყვანის შემდეგ 1 დღე, კუნთში ინექციის შემდეგ: 4 დღე.
ცხენები: 1 დღე.
ღორები: 4 დღე.
რძე: 0 დღე.
შეფუთვა:
50 მლ და 100 მლ ფლაკონები.
შენახვის პირობები:
ინახება სიბნელეში, 15-25°C ტემპერატურაზე. ფლაკონის გახსნიდან პრეპარატი გამოიყენება 2 კვირის განმავლობაში.