აქუაპუა 1000
Interchemie, ნიდერლანდები
სადეზინფექციო საშუალება შუშხუნა აბის სახით
შემადგენლობა:
1 აბი შეიცავს:
ნატრიუმის დიქლორიზოციანურატი....................................................................................... 8680 მგ
დახასიათება:
სწრაფად ხსნადი შუშხუნა ტაბლეტი, გამოიყენება უმთავრესად სამეურნეო დაწესებულებებში წყლის, აგრეთვე ხელსაწყოების, საკვებურების, სარწყულებლების და ინსტრუმენტების სადეზინფექციოდ. გახსნისას წარმოიქმნება თავისუფალი ქლორის გარკვეული კონცენტრაცია, რაც უზრუნველყოფს დეზინფექციას. აქვაპუას ტაბლეტებით დეზინფიცირებული წყალი უსაფრთხოა მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით ყველა სახის ცხოველისა და ფრინველისათვის.
ჩვენებები:
ეფექტურია ფართო სპექტრის ბაქტერიების მიმართ, როგორიცა: Campylobacter Spp, Enterobacter cloacae, Enterococcus faecium, Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Listeria monocytoganes, Mycoplasma Spp, Pasterella multicoda, Salmonella Spp, Staphylococcus aureus, Streptococcus Spp, სოკოები: (Aspergillus Spp, Candida albicans, Scopulariopsis brevicaulis), sporebis, rogoricaa: (Bacillus Spp, Clostridium Spp.); ვირუსები: ადენოვირუსი, აუესკი, გამბორო, ცოფი, მარეკი, ფრინველის გრიპი, ღორის აფრიკული ცხელება, თურქული, ნიუკასლის დაავადების ვირუსი, ჰეპატიტი, ღორის
ვეზიკულური დაავადება, ღორის პარვოვირუსი, ფრინველის ყვავილის ვირუსი და რეოვირუსი, ასევე პროტოზოები.
მიღების წესი და დოზირება:
სასმელი წყლის დეზინფექცია: ..............1 ტაბლეტი 800-1200 ლ. სასმელ წყალზე.
სადეზინფექციოდ:.........................................................................1 ტაბლეტი 9-10 ლ. წყალზე.
დეზინფექციის შემდეგ სასმელი წყლის დაყოვნების პერიოდი გამოყენებამდე უნდა იყოს 30 წუთი.
შეფუთვა:
60 ტაბლეტის შემცველობის პოლიმერის კონტეინერი.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.