ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ფოგიდესი ბლოკი

₾33.00
მიმართულება : მეფრინველეობა
პროდუქტის ტიპი : სადეზინფექციო საშუალებები
პროდუქტის ფორმა : ბლოკი
კოდი : 8692123303483

Fogides PF

FaberChemıcal, თურქეთი

ფუმიგანტი/აალებადი ვეტერინარული სადეზინფექციო საშუალება

 

შემადგენლობა:

ფოგიდეს ყოველი 100 გრ შეიცავს ............................................................................ 40 გრამს პარაფორმალდეჰიდს.

 

დახასიათება:

პროდუქტი არის ძალიან ძლიერი სადეზინფექციო საშუალება, რომელიც ცნობილია როგორც ძლიერმოქმედი ბაქტერიციდი, ფუნგიციდი და ვირუციდი ვეტერინარული მოხმარებისთვის.

 

გამოყენების არეალი:

არის მაღალი სპექტრის გარემოს დაცვითი სადეზინფექციო ფუმიგანტი, რომელიც რეკომენდირებულია, მისი ძლიერი და ხანგრძლივი ბაქტერიციდული, ფუნგიციდური და ვირუციდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე. რასაც ემატება მისი გამოყენების მეთოდის სისწრაფე და სიმარტივე. მას იყენებენ ზოოტექნიკურ სექტორში, ყველა სახის ცხოველებთან მიმართებაში: ფრინველთა ფერმებში, საღორეებში, პირუტყვის სადგომებში, თავლებში, კურდღელთა მოსაშენებელ ტერიტორიაზე, სოფლის მეურნეობის სექტორში გამოიყენება ასევე შესანახი ყუთების სადიზინფექციოდ, მისი მიკროორგანიზმებთან და ვირუსებთან საბრძოლველად საჭირო პოლივალენტურობისა და გამოყენების სიმარტივის გამო.

 

გამოყენებამდე:

მოათავსეთ  სასურველი რაოდენობა ოთახში. ოთახი უნდა იყოს სუფთა, კარ-ფანჯარა დაკეტილი. ოთახში არ უნდა იყოს არანაირი აალებადი ნივთიერება.

 

გამოყენების წესი:

მოათავსეთ  ბლოკი სითბოსადმი მდგრად ზედაპირზე და გაუხსენით კუთხე. მიეცით საშუალება ალს დაწვას მთლიანი ბლოკი, წვის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს მინიმუმ 6-8 წუთის განმავლობაში, მანამ სანამ ბლოკი არ გახდება შავი ფერის. გათბობის რეზისტენტული საფარის გამოყენებით მოახდინეთ ცეცხლისთვის ჰაერის მიწოდების შეწყვეტა. იმდროს როდესაც იწვის დაბოლოებები, მოქმედებას იწყებს ფუმიგანტი. 8 საათის გასვლის შემდეგ გააღეთ კარ-ფანჯარა, სუფთა ჰაერის შემოშვების მიზნით. ჰაერი იქნება მისაღები სუნთქვისთვის გამოყენების დაწყებიდან 12 საათის შემდეგ.

 

უსაფრთხოება:

არ უნდა მოხდეს ცხოველების მოხვედრა ფუმიგანტურ ზონაში, გამოყენების დროს აუცილებელია დამცავი მასკის გამოყენება. ასევე სათვალის და სპეციალური ტანსაცმლის გამოყენება, არ შეხვიდეთ აღნიშნულ ადგილას მასკის გარეშე და არ შეუშვათ ცხოველი, მანამ სანამ ფორმალდეჰიდის სუნი საბოლოოდ არ იქნება გასული.

 

შენახვის წესები:

შეინახეთ ორიგინალ პაკეტში, გრილ და მშრალ ადგილას.

 

შეფუთვა:

ბლოკი

 

ფასდაკლება