ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

სევაკ ND IB IBD EDS K

₾0.00
მიმართულება : მეფრინველეობა
ბრენდი : სევა
პროდუქტის ტიპი : ვაქცინები
პროდუქტის ფორმა : სითხე ზეთოვანი
კოდი : 9029

Cevac ND IB IBD EDS K

Ceva , საფრანგეთი

ნიუკასლის დაავადების, ინფექციური ბრონქიტის, ინფექციური ბურსიტის, კვერცხის დაცემის სინდრომის საწინააღმდეგო ვაქცინა

 

 

შემადგენლობა:

ვაქცინა შეიცავს ინაქტივირებულ ნიუკასლის დაავადების, (შტამი La Sota), ინფექციური ბრონქიტის (შტამი Massachusets), ინფექციური ბურსიტის  (შტამი GP), კვერცხის დაცემის

სინდრომის (შტამი B8/78) კომბინაციის არააქტიურ ფორმას, ზეთოვანი ემულსიის დანამატით.

 

ჩვენებები:

ვაქცინა  გამოიყენება სადედე გუნდის ქათმების ინფექციური ბრონქიტის, ინფექციური ბურსიტის (გამბორო), ნიუკასლის დაავადების და კვერცხის დაცემის სინდრომის საწინააღმდეგო იმუნიზაციისათვის.

 

მიღების წესი და დოზირება:

ქათამი უნდა იყოს ვაქცინირებული კვერცხდების დაწყებამდე 3-4 კვირით ადრე, 16 ან 20 კვირის ასაკში. ვაქცინაცია ტარდება კანქვეშ ან კუთში ინექციით.

ვაქცინის დოზა................................................................................0.5 მლ თითოეული ფრინველისთვის.

 

სპეციალური მითითებები:

ვაქცინა გამოყენებამდე 3-4 საათით ადრე შევინახოთ +15-25°C ტემპერატურაზე და გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. ვაქცინის გახსნიდან შიგთავსი ვარგისია 24 საათის განმავლობაში.

 

შეფუთვა:

500 მლ შემცველობის 1000 დოზიანი ფლაკონი.

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, ბნელ ადგილას. +2°C - +8°C ტემპერატურაზე.

ფასდაკლება