ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ნეოსტომოზანი

₾4.10 ₾3.28
მიმართულება : შინაური ცხოველები
ბრენდი : სევა
პროდუქტის ტიპი : ანტიპარაზიტული საშუალებები
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 09049

 

 

პროდუქტის მახასიათებელი: 

ტიპი    სითხე
პროდუქტის აღწერა ანტიპარაზიტული საშუალება
შეფუთვა 5მლ
მწარმოებელი სევა,საფრანგეთი

 

აღწერა:

ნეოსტომოსანი, 5 მლ არის პროფესიონალური ინსექტიციდური პროდუქტი კონცენტრატის სახით, რომელიც შეიცავს ორ აქტიურ ინგრედიენტს და გამოიყენება ცხოველების ექტოპარაზიტების კონტროლისთვის, ასევე მეცხოველეობის ზონებიდან და დამხმარე ოთახებიდან ბუზების გასანადგურებლად. ნეოსტომოსანი გამოდის ემულსიური კონცენტრატის სახით.

 

შემადგენლობა:

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:

ტრანსმიქსი......................................................................................................50 გ.

ტეტ-რამეტრინი ...............................................................................................5 გ. 

 

ჩვენებები:

გამოიყენება ექტო(გარეგანი) და ენდო(შინაგანი) პარაზიტების გასანადგურებლად, როგორებიცაა დემოდექსი(დემოდეკოზი), სარკოპტიდა(სარკოპტოზი), ოტოდექსი(ოტოდექტოზი), იქსოიდური ტკიპა, რწყილი, ტილი, სისხლის მწოველი პარაზიტები და ბუზები, რომლებიც პარაზიტობენ მსხვილფეხა რქოსანზე, ცხვარზე, ცხენზე, ძაღლსა და კატაზე.

 

მიღების წესი და დოზირება:

ნეოსტომოსანი გამოიყენება ემულსიის ფორმით, რომელიც წყალში გახნის შედეგად მიიღება. ხსნარი მზადდება მხოლოდ კონკრეტულად გამოყენების წინ. *დაშვებულია სპრეის სახით გამოყენებაც.

 

ძაღლი და კატა: სხეულის დამუშავება ხდება ხსნარის შემდეგნაირი განზავებით 5მლ(1 ამპულა): 1ლ წყალში, რწყილით და ტკიპით ინვაზიის დროს საჭიროა როგორც გარეგანი დამუშავება ასავე სადგომების დეზინფექცია იგივე ხსნარით სადაც ცხოველი ისვენებს. პარაზიტები იღუპებიან რამდენიმე საათში. პრეპარატით ერთჯერადი დამუშავება ცხოველს იცავს რე-ინვაზიისაგან, მძიმე შემთხვევების დროს რეკომენდებულია რამდენჯერმე გამეორება, ჯერადობა შესაძლოა იყო 5-6 ჯერ კვირაში ერთხელ დამუშავება. დემოდეკოზის და სარკოპტოზის დროს დამუშავება საჭიროა ყოველ 7 – 10 დღეში მათ მიერ გამოწვეული ფუფხების გაქრობამდე, და ასევე პროცედურას ვიმეორებთ მანამ სანამ კანის ანაფხეკის გამოკვლევისას არ გაქრება პარაზიტი. ოტოდექტოზის სამკურნალოდ - ემულსიას უსმევენ გარეთა ყურის ნიჟარაზე, აუცილებელია ორივე ყურის მთლიანად დამუშავება (არხში საცობს უკეთებენ)  და ამ პროცედურას იმეორებენ  7 დღის ინტერვალით მანამ სანამ ანაფხეკის გამოკვლევისას არ გაქრება პარაზიტი.

 

მსხვილფეხა რქოსნები: - 1:1000 თან(1 ლ ნეოსტომოსანი 1000 მლ წყალში, ენტომოზების დრო  გამეორება საჭიროა 7-10 დღის ინტერვალით.

 

დეკორატიული კურდღლები: განზავებით 1:1000 და აღნიშნულიდან 1 – 1,5 მლ-ს იყენებენ დასამუშავებლად.

 

მწერების კონტროლი: სპრეი მეთოდით გარემო არის დამუშავება:  1:400 ხსნარის განზავებით, სპრეირებას ვიმეორებთ 2-3 კვირაში, შესაძლებელია განმეორებითი შესხურება. ერთჯერადი შესხურება ბუზების პოპულაციას ამცირებას 2-3 კვირის განმავლობაში. 

 

უკუჩვენებები: არ გამოიყენება  კახექსიურ და ინფექციურად დაავადებულ ცხოველზე.

  

შენახვის პირობები: მშრალ და ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

 

 

 

ფასდაკლება