ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

სევაკ ბრონ 120 L

₾0.00
მიმართულება :
ბრენდი : სევა
პროდუქტის ტიპი : ვაქცინები
პროდუქტის ფორმა : აბი
კოდი :

 

Cevac Bron 120 L

Ceva, საფრანგეთი

ფრინველის ინფექციური ბრონქიტის საწინააღმდეგო ვაქცინა

 

 

შემადგენლობა:

ვაქცინა  შეიცავს ინფექციური ბრონქიტის ვირუსის მასაჩუსეტსის H-120 შტამს ცოცხალი ლიოფილიზირებული ფორმით.

 

ჩვენებები:

გამოიყენება ჯანმრთელი ქათმების აქტიური იმუნიზაციისთვის, ინფექციური ბრონქიტის საწინააღმდეგოდ. ვაქცინა შეიძლება გამოყენებული იქნას წიწილების, ვარიების და ქათმების თავდაპირველი და განმეორებითი ვაქცინაციისთვის.

 

 

დოზირება და მიღების წესი:

პირველადი ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს თვალში ჩაწვეთების ან აეროზოლის საშუალებით 1 დღის ასაკიდან. განმეორებითი ვაქცინაცია რეკომენდირებულია 3-4 კვირის შემდეგ დასალევი წყლის ან აეროზოლის საშუალებით, ვარიებისთვის მეორე რევაქცინაცია რეკომენდირებულია 10-12 კვირის ასაკში. თვალის წვეთის მეთოდი: შეავსეთ ვაქცინის ფლაკონი გამხსნელით საერთო მოცულობის 3/4-მდე ლიოფილიზირებული ვირუსის გასახსნელად. 1000 დოზის მოსამზადებლად გამოყენებული უნდა იქნას 30 მლ გამხსნელი (დისტილირებული წყალი). დაიჭირეთ ფრინველი რომელსაც უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია ერთ მხარეზე გადახრილი თავით. აეროზოლის მეთოდი: გამოიყენეთ სტერილური განზავებული წყალი და გახსენით ვაქცინა როგორც ეს ახსნილია თვალის წვეთის მეთოდში.

წყლის დალევის მეთოდი: ვირუსის აქტივობის შენარჩუნების დასახმარებლად, გაანეიტრალეთ ქლორი 2.5 გ მოხდილი რძის ფხვნილით ერთ ლიტრ წყალზე ან 15 მგ.  ნატრიუმის თიოსულფატით ერთ ლიტრ წყალზე. არ გამოიყენოთ წყალი, რომელიც შეიცავს ლითონის იონების მაღალ კონცენტრაციას. შეურიეთ ვაქცინა სუფთა, გრილ, არაქლორირებულ წყალს ფლაკონის გახსნით წყლის ქვეშ და დადგით 10 წუთის განმავლობაში. როცა ავზი ცარიელია: შეავსეთ ის მოხდილი რძის ფხვნილით, დადგით 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გახსენით წყლის სისტემა რათა ჩარეცხოთ დარჩენილი ვაქცინის ხსნარი მილების სისტემაში.

 

უკუჩვენებები:

იშვიათ შემთხვევებში, ფრინველებმა შეიძლება განიცადონ მსუბუქი კატარალური რესპირატორული სიმპტომები (ვაქცინაციიდან 4-6 დღის შემდეგ), რომლებიც გაქრება დამოუკიდებლად რამდენიმე დღეში.

 

შეფუთვა:

1000, 2500, 5000 დოზიანი ფლაკონი.

 

შენახვის პირობები:

2-8°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.

ფასდაკლება