Cevac Vectormune FP LT AE
Ceva, საფრანგეთი
ფრინველის ინფექციური ლარინგოტრაქეიტის, ყვავილის და ენცეფალომიელიტის საწინააღმდეგო ვექტორული ვაქცინა
შემადგენლობა:
ვექტორმუნე FP LT+AE არის გენური ინჟინერიით შექმნილი ფრინველის ყვავილის ცოცხალი ვირუსის ლიოფილიზირებული ვაქცინა, რომელიც შეიცავს ფრინველის სტანდარტულ ცოცხალ ენცეფალომიელიტის და ლარინგოტრაქეიტის ვირუსს.
ჩვენებები:
ვაქცინა რეკომენდებულია ფრთების აპკის აპლიკაციისათვის ჯანმრთელ, ქათმებში 8 კვირის ან უფრო მეტ ასაკში, მაგრამ 4 კვირით ადრე კვერცხის პროდუქციის დაწყებამდე. ვექტორმუნე გამოიყენება ფრინველების ყვავილის, ინფექციური ლარინგოტრაქეიტის და ენცეფალომიელიტის პრევენციისთვის. ქათმებს, რომელთა იმუნიზაცია ხდება აღნიშნული ვაქცინით, მანამდე არ უნდა იყვნენ დამუშავებული ფრინველის ყვავილის ვირუსის ვაქცინით, ვაქცინაციის შემდგომ იმუნიტეტის დარღვევების გამო.
მიღების წესი და დოზირება:
ფრთის აპკის მეთოდი: დაიტანეთ აპლიკატორი ფრთის აპკისებრ ნაწილზე ისე, რომ არ შეეხოთ ბუმბულს, კუნთებს, ძვალს და სისხლძარღვებს (0.01 მლ დოზა ფრინველზე). ვაქცინა გამოიყენება გახსნის შემდეგ ერთი საათის განმავლობაში.
შეფუთვა:
10 X1000 დოზიანი ფლაკონი გამხსნელით და ფრთის აპკის აპლიკატორი.
შენახვის პირობები:
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, +2-8°C .