სევაკ ვიტაბრონ L
Ceva, საფრანგეთი
ნიუკასლის დაავადების და ინფექციური ბრონქიტის საწინააღმდეგო ცოცხალი ვაქცინა
შემადგენლობა:
ვიტაბრონ L შეიცავს ნიუკასლის დაავადების ვირუსის ცოცხალ აპათოგენურ შტამს PHY. LMV.42 და ინფექციური ბრონქიტის ვირუსის მასაჩუსეტსის H120 შტამს, ვაქცინა წარმოდგენილია ლიოფიზირებული სახით.
ჩვენებები:
წიწილის ინფექციური ბრონქიტის და ნიუკასლის დაავადების აქტიური იმუნიზაციისათვის.
მიღების წესი და დოზირება:
ვაქცინაცია ხდება თვალში ჩაწვეთების ან შესხურების მეთოდით, ერთი დღის ასაკში.
ინტრა-ოკულარული მეთოდი:
30 მლ სტერილური წყალი/1000 დოზაზე. 1 წვეთ (0,03 მლ) ხსნარს ვაწვეთებთ ფრინველს თვალში.
სპრეი მეთოდი:
წიწილებისთვის იხსნება 200 მლ. სტერილურ წყალში 1000 დოზა.
განსაკუთრებული მითითებები:
ვაქცინაციიდან 5-7 დღეში მიღწეული იქნება სასურველი იმუნიტეტი, რომელიც ნარჩუნდება 35–42 დღის განმავლობაში.
შეფუთვა:
1000 და 2000 დოზის შემცველობის ფლაკონები.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს +2 +8˚C ტემპერატურაზე.