სევაკ ნიუ L
CEVA, საფრანგეთი
ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა
შემადგენლობა:
ვაქცინა შეიცავს ცოცხალი ნიუკასლის დაავადების ვირუსის შტამს La Sota, ლიოფიზირებული ფორმით.
ჩვენებები:
ქათმების და წიწილების ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო იმუნიზაცისათვის.
მიღების წესი და დოზირება:
ვაქცინაცია ტარდება ინტრაოკულარული მეთოდით, 4 დღის ასაკიდან. რევაქცინაცია 3-4 კვირის შემდეგ. სადედე გუნდის მოზარდისთვის თვალში ჩაწვეთებით ან დალევინებით რევაქცინაცია რეკომენდებულია 10-12 კვირის ასაკში.
სასმელი წყლით იმუნიზაციის მეთოდი:
არ გამოიყენოთ დეზინფექტანტი სასმელ წყალში 24-48 საათი ვაქცინაციამდე ან ვაქცინაციის შემდეგ. ვაქცინაციამდე სარწყულებლები ზედმიწევნით უნდა გასუფთავდეს. დაიხუროს წყლის მომარაგების სისტემა, აიწიოს და დაიცალოს სარწყულებლები. წყლის შეზღუდვის პერიოდი მერყეობს ფრინველის ასაკის და გარემო პირობების მიხედვით (საშუალოდ 30 წთ). მოამზადეთ მხოლოდ ვაქცინის საჭირო რაოდენობა რომელსაც ფრინველი აითვისებს 2 საათში. რაოდენობას განსაზღვრავს კლიმატური და გარემო პირობები. ასაკი / წყლის მინიმალური რაოდენობა 1000 ფრინველზე: 7-12 დღე – 10ლ. 13-18 დღე – 15-20ლ. 19-28 დღე – 25-30ლ. იმ მიზნით რომ შევინარჩუნოთ ვირუსის აქტივობა და გავანეიტრალოთ ქლორი, უნდა მივცეთ 2.5 გ. რძის ფხვნილი 1 ლ. წყალში ან 15 მგ. სოდიუმ თიოსულფატი 1 ლ. წყალში. გახსენით ვაქცინა სუფთა გრილ არაქლორირებულ წყალში. დატოვეთ ფლაკონი წყალში 10 წუთით. გახსენით წყლის სისტემა, როდესაც წყალი შეიცვლის ფერს, შეამოწმეთ წყლის მომარაგება. როდესაც რეზერვუარი დაიცლება: შეავსეთ ის რძის ფხნვილის ხსნარით, დააყოვნეთ 10 წთ. შემდეგ გახსენით წყლის სისტემა დარჩენილი ვაქცინის მისაწოდებლად მილებში.
ინტრა ოკულარული მეთოდი:
30 მლ სტერილური წყალი/1000 დოზაზე. 1 წვეთი (0,03 მლ) ხსნარს ვაწვეთებთ ფრინველს თვალში.
შეფუთვის ფორმა:
1000, 2000, 2500 და 5000 დოზის შემცველობის ფლაკონები.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს +2 - +8˚C ტემპერატურაზე.