ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

სევაკ ტრანსმუნე

₾162.40
მიმართულება : მეფრინველეობა
ბრენდი : სევა
პროდუქტის ტიპი : ვაქცინები
პროდუქტის ფორმა : ლიოფიზირებული ფორმა
კოდი : 9071

სევაკ ტრანსმუნე

CEVA, საფრანგეთი

ინფექციური ბურსიტის საწინააღმდეგო იმუნოკომპლექსური ვაქცინა

 

შემადგენლობა:

ინფექციური ბურსიტის (გამბორო) საწინააღმდეგო ვაქცინა. დამზადებულია ქათმის ემბრიონის ექსტრაემბრიონალური სითხის და ქორიოალანტოისის გარსის დაინფიცირებით ატენუირებული გამბოროს

ვირუსით (შტამი Winterfield 2512), ლიოფიზირებული ფორმით. სტაბილიზატორები ციკლოდექსტრინი და საქაროზა.

 

 

ჩვენებები:

ვაქცინა განკუთვნილია ინფექციური ბურსიტის დაავადების პრევენციისათვის წიწილებისა და ბროილერისთვის, როგორც კეთილსაიმედო, ისე არაკეთილსაიმედო და საჯიშე საწარმოო მეურნეობებში. ვაქცინას აგრეთვე იყენებენ 18 დღის ემბრიონებში და ერთდღიან წიწილებში. გამოყენებამდე ახდენენ ვაქცინის რესუსპენზირებას სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით. 1000 დოზა/50 სმ3 ფიზიოლოგიური ხსნარის გაანგარიშებით ემბრიონის ვაქცინაციისას, 1000 დოზა/200 სმ3 ფიზიოლოგიური ხსნარი ერთდღინი წიწილების ვაქცინაციისას.

 

 

გამოყენების წესი:

კვერცხშიდა (in ovo) ვაქცინაციის მეთოდი: წიწილის ემბრიონს ათავსებენ ისე რომ საჰაერო კამერა ზევით იყოს მიმართული და სპეციალური ავტომატური შპრიცის საშუალებით ალანტოისის ღრუში შეჰყავთ 0,05 სმ3.

 

 

კანქვეშა მეთოდი:

ვაქცინა კეთდება ერთჯერადად 0.2 მლ. რაოდენობით, დორსალურად კისრის შუა ან ქვედა მხარეს.

 

 

 

განსაკუთრებული მითითებები:

აკრძალულია დაავადებული და დასუსტებული ფრინველის ვაქცინაცია. დაუშვებელია 2 სთ-ზე მეტ ხანს გახსნილი ვაქცინის გამოყენება. შესაძლებელია სხვა ვაქცინებთან ერთად გამოყენება, როგორიცაა – ნიუკასლის, ინფექციური ბრონქიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, აგრეთვე ანტიბიოტიკ – ცეფტიოფურთან ერთად.

 

 

შეფუთვა:

2000, 4000 და 5000 დოზის შემცველობის ფლაკონი.

 

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, ბნელ ადგილას +2° - +8°C ტემპერატურაზე.

ფასდაკლება