ვექტორმუნე ND
Ceva, საფრანგეთი
ნიუკასლის, და მარეკის საწინააღმდეგო ვაქცინა
შემადგენლობა:
ვაქცინა შეიცავს ინდაურის ჰერპესვირუსს(HVT) რომლის დნმ-ში შედის გენი F,რომელიც არის ნიუკასლის ვირუსი (NDV).
ჩვენება:
ჯანმრთელი ქათმის ემბრიონის ან ერთ დღიანი წიწილის აქტიური იმუნიზაციისთვის, ნიუკასლისა და მარეკის დაავადებების პრევენციისთვის.
დოზირება:
ვაქცინა გამოიყენება (ინ ოვო ვაქცინაციის მეთოდით ) 18 დან 19 დღის კვერცხის ემბრიონებში ან ერთი დღის წიწილის კანქვეშ ვაქცინაციით.
ვაქცინაცია ემბრიონალურ პერიოდში, გამოიყენება 18 დან 19 დღემდე ასაკის ქათმის კვერცხების ემბრიონის ვაქცინაციისას: ............................. ერთი ინექცია, 0.05 მლ.
კანქვეშა ვაქცინაცია, ერთ დღიან წიწილაზე: ........ ერთი ინექცია, 0.2 მლ.
ემბრიონის საინკუბაციო პერიოდში ვაქცინაციისას: ვაქცინის დოზა 2000 /400მლ გამხსნელში, ვაქცინის დოზა 4000 /800მლ გამხსნელში.
ვაქცინის მომზადება:
მას შემდეგ, რაც შერჩეულ იქნება ვაქცინის დოზა და მისი შესაბამისი გამხსნელის დოზა, აზოტის დიუარიდან ამპულა უნდა იქნეს ამოღებული სწრაფად, იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც იყო წინასწარ შერჩეული. ნემსით ამოიღეთ 2 მლ გამხსნელი 5 მლ სტერილურ შპრიცში. სწრაფად გაათბეთ ამპულები წყალში 27 C -ზე 60-90 წამის განმავლობაში. როდესაც ამპულები იქნება სრულად გამთბარი, გახსენით ამპულები სახისგან და სხეულისგან მაქსიმალურად მოშორებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაზიანება, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს ამპულის გატეხვამ. მას შემდეგ რაც ამპულა იქნება გახსნილი, ნელა ამოიღეთ სითხე იმავე ნემსით (5 მლ სტერილური შპრიცში), რომელშიც უკვე მოთავსებულია 2 მლ გამხსნელი.
შენახვის პირობები:
ვაქცინის ამპულები ინახება თხევად აზოტში! არ მოახდინოთ ვაქცინის ხელახლა გაყინვა!
შეფუთვა:
1000, 2000 და 4000 დოზიანი ამპულები.