ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ჰიპრადოგი 7

₾14.20 ₾12.00
მიმართულება : შინაური ცხოველები
ბრენდი : ჰიპრა, ესპანეთი
პროდუქტის ტიპი : ვაქცინა
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 8427711182153

Hipradog 7

Hipra, ესპანეთი

ძაღლის კომპლექსური ვაქცინა

 

ცოცხალი ვაქცინა, ძაღლის პარვოვირუსული ინფექციები, ძაღლის ჭირი, ჰეპატიტი, ლარინგოტრაქეიტი და ტრაქეობრონქიტი, ლიოფილიზირებულ საინექციო სუსპენზიის მოსამზადებელ ტაბლეტში; და ინაქტივირებული ვაქცინა, ძაღლის ლეპტოსპიროზი, საინექციო სუსპენზიაში.

 

აქტიური სუბსტანციის თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:

ერთი დოზა (1 მლ) შეიცავს:

 

ლიოფილიზირებული ფრაქცია:

ძაღლის ცოცხალი ატენუირებული პარვოვირუსი, შტამი -C- 780916 ≥ 106 TCID50; ძაღლის ჭირის ცოცხალი ატენუირებული ვირუსი, შტამი ლედერლე ≥ 10TCID50; ძაღლის ატენუირებული ცოცხალი ადენოვირუსი ტიპი 2 შტამი მანჰეტენი ≥ 10 TCID50; ძაღლის ატენუირებული ცოცხალი პარაინფლუენზას ვირუსი, შტამი პენნ 103/70 ≥ 10TCID50.

 

თხევადი ფრაქცია:

ინაქტივირებული ლეპტოსპირა Interrogans serovar icterohaemorrhagiae ≥ 10მიკროორგ.; ინაქტივირებული ლეპტოსპირა Interrogans serovar canicola ≥ 10მიკროგრ.

 

ჩვენებები:

ძაღლი: ძაღლის პარვოვირუსის, ძაღლის ჭირის, ძაღლის ინფექციური ჰეპატიტის, ინფექციური ლარინგოტრაქეიტის, ძაღლის ტრაქეობრონქიტის და ძაღლის ლეპტოსპიროზის (Leptospira Ictherohaemorrhagiae da Leptospira canicola) პრევენცია 8 კვირის ასაკიდან.

 

უკუჩვენებები:

ვაქცინა არ უნდა გაუკეთდეს დაავადებულ ცხოველებს, ასევე სტრესის დროს და ცხოველებს, რომლებიც ინფექციური დაავადებების ან სხვა გადამდები პათოლოგიების  ინკუბაციის პერიოდს გადიან.   

 

სამიზნე სახეობები:

ძაღლები 8 კვირის ასაკიდან.

დოზირება თითოეული სამიზნე სახეობისთვის, გაკეთების მეთოდი და გზები:

ძაღლები: ყველა ასაკის, წონის, სქესის და ჯიშის ძაღლს უკეთდება 1 მლ 8 კვირის ასაკიდან.

რეკომენდებული პროგრამა ვაქცინაციისთვის: პირველი ვაქცინაცია 8 კვირის ასაკში და რევაქცინაცია 12 კვირის ასაკში. ყოველწლიური რევაქცინაცია.

 

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას:

შეინახეთ და ტრანსპორტირება მოახდინეთ მაცივრით (+2-დან +8 °C-მდე). დაიცავით სინათლისგან. არ გაყინოთ. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და დაცულ ადგილას. გამოიყენეთ ვაქცინა გახსნისთანავე.

 

განსაკუთრებული გაფრთხილება:

განსაკუთრებული გაფრთხილება თითოეული სამიზნე სახეობისთვის.

ვაქცინა უკეთდება მხოლოდ ჯანმრთელ და დეჰელმინთირებულ ცხოველს.

 

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ცხოველებში გამოყენებისას

გამოიყენეთ სტერილური ნემსები და შპრიცები.

 

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები, რომლებიც უნდა იქნეს მიღებული იმ პირის მიერ, ვინც სამედიცინო პროდუქტს უკეთებს ცხოველს.

შემთხვევითი თვით-ინექციის დროს დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ინსტრუქცია.

მაკეობის და ლაქტაციის დროს გამოყენება

არ გამოიყენოთ მაკეობის დროს

ურთიერთქმედება სხვა ვაქცინებთან ან სამედიცინო პროდუქტებთან კომბინაციაში დანიშვნის შემთხვევაში

არ  არის აღწერილი

დოზის გადამეტება

არ იწვევს გვერდით მოვლენებს.

შეუთავსებლობა

არ შეურიოთ სხვა სამედიცინო პროდუქტს.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტის ან ასეთი პროდუქტების გამოყენების შედეგად მიღებული ნარჩენების განადგურებისთვის:

გამოყენების შემდეგ გაასტერილეთ კოლბები და შიგთავსი გაცხელებით. ნებისმიერი გამოუყენებელი ვეტერინარული სამედიცინო პროდუქტი ან მიღებული ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

 

სხვა ინფორმაცია:

შეფუთვის ზომები: 10 დოზა შეფუთვაში (ლიოფილიზირებული ფრაქცია + თხევადი ფრაქცია).

მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისთვის.

 

იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის ქ. № 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66;

 

ფასდაკლება