Hipradog DHLP
Hipra, ესპანეთი
ძაღლის კომპლექსური ვაქცინა
ცოცხალი ვაქცინა, ძაღლის პარვოვირუსული ინფექციები, ძაღლის ჭირი, ჰეპატიტი და ლარინგოტრაქეიტი, ლიოფილიზირებულ საინექციო სუსპენზიის მოსამზადებელ ტაბლეტში; და ინაქტივირებული ვაქცინა, ძაღლის ლეპტოსპიროზი, საინექციო სუსპენზიაში.
აქტიური სუბსტანციის თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
ერთი დოზა (1 მლ) შეიცავს:
ლიოფილიზირებული ფრაქცია:
ძაღლის ცოცხალი ატეინუირებული პარვოვირუსი, შტამი - C-780916 ≥ 106 TCID50;
ძაღლის ჭირის ცოცხალი ატეინუირებული ვირუსი, შტამი ლედერლი ≥ 104 TCID50;
ძაღლის ცოცხალი ატეინუირებული ადენოვირუსი ტიპი 2 შტამი მანჰეტენი ≥ 104 TCID50;
თხევადი ფრაქცია:
ინაქტივირებული ლეპტოსპირა Interrogans serovar icterohaemorrhagiae ≥ 109 მიკროორგ.; ინაქტივირებული ლეპტოსპირა Interrogans serovar canicola ≥ 109 მიკროორგ.
უკუჩვენებები:
ვაქცინა არ უნდა გაუკეთდეს დაავადებულ ცხოველებს, ასევე სტრესის დროს და ცხოველებს, რომლებიც ინფექციური დაავადებების ან სხვა გადამდები პათოლოგიების ინკუბაციის პერიოდს გადიან.
გვერდითი მოვლენები:
ცალკეულ შემთხვევებში ვაქცინირებულ ცხოველებში შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობა, ასეთ დროს მიმართეთ შესაბამის მკურნალობას.
სამიზნე სახეობები:
ძაღლები 8 კვირის ასაკიდან.
დოზირება თითოეული სამიზნე სახეობისთვის, გაკეთების მეთოდი და გზები:
ძაღლები: ყველა ასაკის, წონის, სქესის და ჯიშის ძაღლს 1 მლ უკეთდება კანქვეშ 8 კვირის ასაკიდან.
რჩევა ვაქცინის სწორი მოხმარებისათვის:
რეკომენდებული პროგრამა ვაქცინაციისთვის: პირველი ვაქცინაცია 8 კვირის ასაკში და რევაქცინაცია 12 კვირის ასაკში. ყოველწლიური რევაქცინაცია.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას:
ვაქცინა უნდა გაკეთდეს გახსნიდან ერთი საათის განმავლობაში.
შეინახეთ და გადაიტანეთ მაცივრით (+2-დან +8 °C-მდე). არ გაყინოთ. დაიცავით სინათლისგან. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და დაცულ ადგილას.
განსაკუთრებული გაფრთხილება:
განსაკუთრებული გაფრთხილება თითოეული სამიზნე სახეობისთვის.
ვაქცინა უკეთდება მხოლოდ ჯანმრთელ და დეჰელმინთირებულ ცხოველს.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ცხოველებში გამოყენებისას
ვაქცინაციისას გამოიყენეთ მხოლოდ სტერილური მასალა.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები რომლებიც უნდა იქნეს მიღებული იმ პირის მიერ, ვინც სამედიცინო პროდუქტს უკეთებს ცხოველს.
მიიღეთ შესაბამისი სიფრთხილის ზომები საიმისოდ, რომ შემთხვევით ინექცია არ გაიკეთოს იმ პირმა, რომლის მიერაც ხდება პროდუქტის შეყვანა.
მაკეობის და ლაქტაციის დროს გამოყენება
ვინაიდან მაკეობის პერიოდში ვაქცინაციის უვნებლობა არ არის აღწერილი, მიზანშეწონილი არ არის ასეთ მდგომარეობაში მყოფ ცხოველებში პროდუქტის გამოყენება.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტის ან ასეთი პროდუქტების გამოყენების შედეგად მიღებული ნარჩენების განადგურებისთვის:
ნებისმიერი გამოუყენებელი ვეტერინარული სამედიცინო პროდუქტი ან მიღებული ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
სხვა ინფორმაცია:
შეფუთვის ზომები:
10 დოზა შეფუთვაში (ლიოფილიზირებული ფრაქცია + თხევადი ფრაქცია).
მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისთვის.