ბროილერის გროუერი ექსტრა გოლდი გრანული
გრანული
პროდუქციის წარმოებიდან 120 დღე , დამზადების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.
ინახება მშრალ, გრილ და მზისგან დაცულ ადგილას.
პროდუქტის არწერა:
აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს ბროილერის კომბინირებულ, დაბალანსებულ საკვებს, რომელიც იწარმოება ISO22000 სტანდარტის დაცვით, ხარისხის კონტროლი ხორციელდება თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდებით. საკვები სრულიად აკმაყოფილებს ფრინველის მოთხოვნას, საზრდო ნივთიერებებზე, გამოზრდის პერიოდში 15 - დან 26 დღის ჩათვლით. სწორი ფორმულირება უზრუნველყოფს მაქსიმალურ წონამატსა და საბოლოო პროდუქტის მაღალ ხარისხს.
გამოყენებული ინგრედიენტები:
სიმინდი, სოიოს შროტი, ხორბალი, ცხოველური წარმოშობის ნედლეული, მცენარეული ზეთი, მინერალები, ვიტამინები, ამინომჟავები, ტოქსინების საწინააღმდეგო საშუალება, საღებავი.
სრული ანალიზი:
ნედლი პროტეინი% 20.5 - 21.8
ნედლიუჯრედანა% 2.5 - 3
ნედლი ცხიმი% 4 - 4.5
ლიზინი% 1,20
მეთიონინი% 0,56
P% 0.4 - 0.9
Ca% 0.7 - 0.9
Na% 0.16 - 0.23
ტენიანობა 11.5-12.5
ენერგია 310 - 315 კკალ/100გ
გამოყენების ინსტრუქცია:
ფრინველს სკვები ეძლევა მშრალი სახით, შეუზღუდავად დანამატების გარეშე , სასმელ წყალთან ერთად. 15-დან 26 დღის პერიოდში მოხმარების ნორმაა 1300 გრ/ფრთაზე.
ჩვენი საკვების ბენეფიტები:
"• წარმოადგენს დაბალანსებულ საკვებს, რომელიც ფორმულირებულია ფრინველის განვითარების ფაზის გათვალისწინებით და არ საჭიროებს დანამატების გამოყენებას
• ამცირებს დანაკარგებს
• შეიცავს ამინომჟავებს , რომელიც ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის სწორ ჩამოყალიბებას
• შეიცავს ფერმენტებს, რომელიც აუმჯობესებს მინერალებისა და ვიტამინების ათვისებას
• არ შეიცავს ზრდის ჰორმონებს"
დამატებითი რეკომენდაციები:
საკვების გარდა გამოზრდის პერიოდში მნიშვნელოვანი ფაქტორებია ფერმაში არსებული მიკროკლიმატის (განათება, ტემპერატურა, ტენიანობა ) კონტროლი