ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ინტროცილი პამპი

₾23.00
მიმართულება : მეღორეობა
მეცხვარეობა
ბრენდი : ინტერქიმია
პროდუქტის ტიპი : ბაქტერიოსტატიკური
პროდუქტის ფორმა : სპრეი
კოდი : 18108

ინტროცილი პამპი
Interchemie, ნიდერლანდები

კომბინირებული ანტიბიოტიკი პერორალური გამოყენებისათვის, სპრეი

 

ინტროცილ პამპ (Introcil Pump) აღწერილობა:

 100 მლ ხსნარი პერორალური გამოყენებისათვის. თითოეული მლ-ის თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:

კოლისტინ სულფატი ...................................................... 200 000 სე

სპექტინომიცინის ბაზა .......................................................... 50 მგ

 

სამიზნე ცხოველები:

ბატკანი, თიკანი და გოჭი.

 

ჩვენებები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია კოლისტინისა და სპექტინომიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, როგორიცაა E.coli, Haemophilus spp., Mycoplasma spp. და Salmonella spp. ბატკნებში, თიკნებსა და გოჭებში.

 

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა კოლისტინის და/ან სპექტინომიცინის მიმართ. გამოყენება თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევის მქონე ცხოველებში. გამოყენება მონელების პროცესების გააქტივებისას. გვერდითი

 

ეფექტები:

მაშინ როდესაც პრეპარატი გამოიყენება დადგენილი დოზირების რეჟიმით არასასურველი ეფექტები არ არის მოსალოდნელი. დოზის გადაჭარბებისას, შესაძლოა განვითარდეს თირკმლის უკმარისობა. დოზირება: პერორალური გამოყენებისთვის. თიკანი და ბატკანი: 1 დოზა ცოცხალი წონის 2.5 - 3 კგ-ზე ორჯერ დღეში. 3 დღის განმავლობაში. გოჭები (1 - 3 კგ): დღეში 1 დოზა 3 დღის განმავლობაში. გოჭები (3 - 5 კგ): 1 დოზა ორჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში. დოზირების დგუშზე ყოველი დაჭერა იძლევა ერთ დოზას ანუ 1 მლ-ს.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი: 7 დღე. განსაკუთრებული

 

სიფრთხილის ზომები: 

მიუხედავად იმისა, რომ ხელმისაწვდომ ლიტერატურაში არ არის აღწერილი პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან, ინტროცილ პამპის შერევა სხვა პრეპარატებან არ არის მიზანშეწონილი.

 

შეფუთვა:

100მლ ხსნარი პერორალური მიღებისთვის ბოთლში პოლიეთილენის თავსახურით, პოლიეთილენის დოზატორთან ერთად. მოთავსებულია ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები:

ინტროცილ პამპს აქვს 3 წლიანი ვარგისობის ვადა, იმ შემთხვევაში როდესაც პროდუქტი ინახება ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე (25°C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში). გახსნის შემდეგ ინტროცილ პამპის შენახვა და გამოყენება დასაშვებია 28 დღის განმავლობაში ზემოთ აღნიშნული პირობების დაცვის შემთხვევაში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას! მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისათვის!

 

ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი:

ამინოგლიკოზიდური ანტიბაქტერიული საშუალებები კოლისტინ სულფატით. ATC Vet code: QA07AA04.

 

 

იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში:

„შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66;

 

მწარმოებელი:

Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands

 

15 - 25 ° C). გამოიყენეთ გახსნიდან 3 თვის განმავლობაში.

ფასდაკლება