ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ოქსიტეტრაციკლინი

₾66.00
მიმართულება : მეფრინველეობა
მეღორეობა
მეცხვარეობა
ხბო
ბრენდი : დავათი
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : ფხვნილი
კოდი : 43020

ვეტერინარული პრეპარატი „ოქსიტეტრაციკლინი“

ანოტაცია

 

 

სავაჭრო დასახელება

ოქსიტეტრაციკლინი

Oxytetracycline

წამლის ფორმა

პერორალური ფხვნილი

აღწერა

ყვითელი ფერის, ჰიგროსკოპული, კრისტალური ფხვნილი, კარგად იხსნება წყალში, წყალხსნარი იმღვრევა დაყოვნებისას (24 საათის შემდეგ).

გენერიკული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება

Oxytetracycline

შემადგენლობა

1 გ ფხვნილი შეიცავს

აქტიური სუბსტანცია:    ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი            1000 მგ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება.

ATC vet code: QJ01AA06 - ოქსიტეტრაციკლინი

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ოქსიტეტრაციკინი მიეკუთვნება ტეტრაციკლინების ჯგუფს და გააჩნია ბაქტერიოსტატიკური მოქმედება მრავალი გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიების მიმართ, როგორიცაა Borbetella, Chlamidya, Campylobacter, Escherichia coli, Heamophilus, Mycoplasma, Pasteurella, Salmonella, Staphylococcus და Streptococcus ssp. ოქსიტეტრაციკლინის მოქმედება დაფუძნებულია ბაქტერიული ცილის სინთეზის ინჰიბირების მექანიზმზე. ოქსიტეტრაციკლინი ორგანიზმიდან ძირითადად გამოდის შარდთან ერთდ, მცირე რაოდენობით ნაღველთან და ლაქტაციის პერიოდის მქონე ცხოველებში რძესთან ერთად.

ჩვენება

პრეპარატი განკუთვნილია ბაქტერიების Borbetella, Chlamidya, Campylobacter, Escherichia coli, Heamophilus, Mycoplasma, Pasteurella, Salmonella, Staphylococcus და Streptococcus ssp. მიერ გამოწვეული რესპირატორული და კუჭ-ნაწლავის ინფექციების დროს ხბოში, ცხვარში, თხაში, ღორსა და შინაურ ფრინველში.

მიღების  წესი და დოზირება 

„ოქსიტეტრაციკლინი“ სამიზნე სახეობებს ეძლევა პერორალურად:

ხბო, ცხვარი, თხა - პრეპარატის 1 გ 50 - 100 კგ ცოცხალ წონაზე, დღეში ორჯერ, 3 – 5 დღის განმავლობაში;

შინაური ფრინველი, ღორი  - პრეპარატის 1 გ იხსნება 2,5 – 5 ლ სასმელ წყალში, მკურნალობის ხანგრძლივობა  3 – 5 დღე;

ყოველდღე უნდა მომზადდეს პრეპარატის ახალი წყალხსნარი

უკუჩვენებები

პრეპარატი არ გამოიყენება კვერცხმდებელ ფრინველებში, მერძეულ და მაკე ცხოველებში.

არ გამოიყენება ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებისას.

ოქსიტეტრაციკლინის მიღება არ შეიძლება ცეფალოსპორინებთან, ქინოლონებთან, ციკლოსერინთან და პენიცილინის ჯგუფის პრეპარატებთან ერთად.

გვერდითი მოვლებები

ზოგიერთ შემთხვევაში ან დოზირების რეჟიმის დარღვევის დროს შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.

ახალგაზრდა ცხოველებში კბილების ფერის შეცვლა.

ლოდინის პერიოდი:

ხორცი - 8 დღე (ხბო, ცხვარი, თხა, ღორი)

             6 დღე (ფრინველი)

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე

გამოშვების ფორმა

500 გ, 50 გ. და 10 გ. პერორალური ფხვნილი მოთავსებული ლამინირებულ ფოლგის პაკეტში

ვარგისიანობის ვადა 

3   წელი.

მწარმოებელი ქვეყანა

საქართველო

მწარმოებელი კომპანია

შ.პ.ს. „დავათი“

ქ. თბილისი, გრ.ხანძთელის ქ.№10.

 

ფასდაკლება