ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

დეზოსან ვიგორი

₾55.00
მიმართულება : მესაქონლეობა
ბრენდი : JHJ SP. ზოო
პროდუქტის ტიპი : სადეზინფექციო საშუალებები
პროდუქტის ფორმა : ფხვნილი
კოდი : 56400

 Dezosan Vigor

JHJ, პოლონეთი

ფერმერული მეურნეობისათვის საჭირო მშრალი დეზინფექცია 

  

შემადგენლობა:

ქლორამინი T CAS: 127-65-1 (შემცველობა 0.2% წონის მიხედვით)

 

დახასიათება:

დეზოსან ვიგორ-ის რეგულარული გამოყენება დადებითად მოქმედებს ჰაერის ხარისხზე, გამოყოფს სასიამოვნო არომატს, ამცირებს მკვეთრ სუნს და პათოგენური მიკრო-ორგანიზმების მავნე ზემოქმედებას, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფერმის გარემო პირობებს; დადებითად მოქმედებს ცხოველების საცხოვრებელ პირობებზე; ხელს უწყობს ცხოველთა დაავადებების გავრცელების პრევენციასა და მკურნალობას; წარმოადგენს ფერმის ბიოუსაფრთხოების მნიშნელოვან ნაწილს; უზრუნველყოფს აღჭურვილობის ექსპლუატაციის ვადას; უზრუნველყოფს ფერმაში მომუშავე პერსონალის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. 

 

გამოყენება:

ცხოველის ბაგის, ფერმაში არსებული გზებისა და ფარდულების ბრტყელი ზედაპირების მშრალი დეზინფექციისათვის. პროდუქტი განკუთვნილია ცხოველების სამშობიარო ბლოკებში
გამოსაყენებლად. დეზოსან ვიგორ-ის გამოყენება შესაძლებელია ყველა სახის იატაკსა და დასაწოლ საფენებზე. მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს რეგულარულად. პროდუქტი გამოიყენება ყველა სახის ცხოველთან და ფრინველთან. უზრუნველყოფს კოქციდიების განვითარების პრევენციას.PH-ის დონის მომატების საფუძველზე მცირდება მწერების პოპულაცია.ამცირებს ამიაკისა და სხვა მავნე აირების ემისიას.

 

*გამოიყენება ყველა სახის ცხოველთან და ფრინველთან.

 

გამოყენება:

დეზოსან ვიგორი 50 - 100 გრ. / მ2 -ზე დოზებით, 7 დღეში ერთხელ.

 

რეკომენდაცია:

თუ პრეპარატი პირველად გამოიყენება, სასურველია პირველი 3 დღის განმავლობაში 100 გრ. / მ2 -ზე.

 

შეფუთვა:

10 კგ ტომარა

ფასდაკლება