პროდუქტის მახასიათებელი:
| ტიპი |
სპრეი |
| დანიშნულება |
პირის ღრუს ჰიგიენისთვის
|
| შეფუთვა |
30 მლ |
| მწარმოებელი |
ვეტექსპერტი, პოლონეთი |
STOMAFERIN ULTRA პირის ღრუს ანთების საწინააღმდეგო სფრეი.
ლაქტოფერინი; ქლორჰექსიდინი
დანიშნულება: სპეციალური სტომატოლოგიური პრეპარატი ზრდასრული ძაღლებისა და კატების პირის ღრუს ლორწოვან გარსებზე ადგილობრივი გამოყენებისთვის.
მოქმედება: Stomaferin Ultra არის პირის ღრუს მოვლის პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ყველა სახის ბაქტერიული, ვირუსული ან აუტოიმუნური წარმოშობის პაროდონტიტის დაავადებების სამკურნალოდ. პრეპარატის ფორმულა შეიცავს ქლორჰექსიდინს, რომელიც ხელს უწყობს შეზღუდოს ბაქტერიული წარმონაქმნი და შეინარჩუნოს პირის ღრუს მიკრობიომი. გარდა ამისა, ლაქტოფერინს აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, რაც აძლიერებს და იცავს გარე ფაქტორებისგან.
გამოყენება: შეასხურეთ პრეპარატი ცხოველს პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, ქვედა ყბის კუთხით ან პირდაპირ ღრძილზე, აპლიკატორი ლორწოვანიდან დაახლოებით 1-2 სმ დაშორებით. გამოყენებამდე სითხე შეანჯღრიეთ. ერთი ტუმბოს გააქტიურებით მიიღება 0,2 მლ პრეპარატი. გამოიყენეთ 1-2-ჯერ დღეში. არ გამოიყენოთ ერთ ადგილზე ერთჯერადი ტუმბოს გააქტიურებით მიწოდებული დოზაზე მეტი. არ შეასხუროთ სისხლმდენ ჭრილობებზე და არ გამოიყენოთ ქლორჰექსიდინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ცხოველებში.
სიფრთხილის ზომები: მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს. მხოლოდ გარე გამოყენებისთვის ცხოველებში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. პროდუქტი გამოიყენეთ ინსტრუქციებში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად. შესაძლო ნალექი არის ბუნებრივი მოვლენა, რომელიც გავლენას არ ახდენს პროდუქტის ხარისხსა და მოქმედებაზე.
შენახვის პირობები: დაიცავით მზისგ პირდაპირი სხივებისგან. ინახება ++15o C დან +20o C მდე ტემპერატურაზე.
შემადგენლობა: ლაქტოფერინი, ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი.
ვადის გასვლის თარიღი და სერიის ნომერი იხ. შეფუთვაზე.
შეფუთვა: 30მლ
მწარმოებელი შპს: Vet Planet Sp. z o.o. პოლონეთი.
იმპორტიორი საქართველოში:შპს ინვეტი 404387481 საქართველო, თბილისი, 0154, ვახუშტი ბაგრატიონის ქ. N84ა (032) 2 25 19 66