ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ინტერსპექტინი L - 18007

₾26.00
მიმართულება : მესაქონლეობა
შინაური ცხოველები
მეღორეობა
ხბო
მეცხვარეობა
ბრენდი : ინტერქიმია
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 18007

ინტერსპექტინი L / INTERSPECTIN L
Interchemie, ნიდერლანდები
ანტიბიოტიკი, საინექციო გამოყენებისათვის

 

პროდუქტის დასახელება:    ინტერსპექტინი L

 

პროდუქტის  აღწერა: საინექციო ხსნარი, 100 მლ.

 

რაოდენობრივი და თვისობრივი შემადგენლობა 1 მლ-ზე სპექტინომიცინის:

ბაზა (როგორც HCI) ................................................................ 100.0 მგ.

ლინკომიცინის ბაზა (როგორც HCI) ...................................................................... 50.0 მგ.

 

ფარმაკო-თერაპიულ ჯგუფი და ATC VET კოდი: სისტემური მოქმედების ანტიბაქტერიული საშუალებები, ლინკომიცინის კომბინაციები. ATC VET კოდი QJ01FF52

ჩვენებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და რესპირატორული ინფექციები, რომელიც გამოწვეულია ლინკომიცინისა და სპექტინომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, ისეთი როგორიცაა Campylobacter spp., E. coli, Mycoplasma spp., Salmonella spp., Staphylococcus spp., Streptococcus spp. and Treponema spp. ხბოში, თხაში, ცხვარში, ღორში, ძაღლსა და კატაში. უკუჩვენებები ჰიპერმგრძნობელობა ლინკომიცინის და / ან სპექტინომიცინის მიმართ. არ ინიშნება თირკმლის და / ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ცხოველებში. პენიცილინების, ცეფალოსპორინების, ქინოლონების და ციკლოსერინის ერთდროულად მიღება. გვერდითი მოვლენები ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ინექციის შემდეგ მალევე შეიძლება განვითარდეს მცირე ტკივილი, ქავილი ან დიარეა.

 

ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა რესპირატორული დამბლით.

 

სამიზნე ცხოველები: ხბო (რომელიც რძით იკვებება), ცხვარი, თხა, ღორი, ძაღლი და კატა.

 

დოზირება კუნთში შეყვანისას:

ხბო: 1 მლ 10 კგ წონაზე 4 დღის განმავლობაში

ცხვარი და თხა: 1 მლ 10 კგ წონაზე 3 დღის განმავლობაში

ღორი: 1 მლ 10 კგ სხეულის მასაზე 3-7 დღის განმავლობაში

ძაღლი და კატა: 1 მლ 5 კგ წონაზე 3-5 დღის განმავლობაში მაქსიმუმ 21 დღით.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი:  ხბო, ცხვარი, თხა და ღორი .............................................. 14 დღე

რძე ................................................................................. 3 დღე

 

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები: გამოუყენებელი პროდუქტების ან ნარჩენების განადგურებისას ყველა გახსნილი და ნარჩენი პროდუქტის განადგურება უნდა განხორციელდეს ეროვნული ან ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.

 

შენახვის პირობები:  ინტერსპექტინ L-ს აქვს 3 წლიანი შენახვის ვადა, ინახება ბნელ ადგილას 25'C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. პირველი გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში (2 - 8 °C) და გახარჯეთ 2 კვირის განმავლობაში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

გამოშვების ფორმა:  II ტიპის უფერო მინის ბოთლები 100 მლ. დახურულია სტერილური I ტიპის ბუტილ სეპტალური და ალუმინის ლუქით, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში და ახლავს ინდივიდუალური ინსტრუქცია. იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66;

 

მწარმოებელი: Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands

ფასდაკლება