დიჰელვითი
Davati, საქართველო
ანტიჰელმინთური საშუალება პერორალური გამოყენებისთვის
შემადგენლობა:
პრეპარატის 1 ტაბლეტი შეიცავს:
ოქსიკლოზანიდი ................600 მგ.
ოქსიფენდაზოლი ...............300 მგ.
ჩვენებები:
დიჰელვითი გამოიყენება დეჰელმინთიზაციისათვის მსხ. პირუტყვში, ცხვარში და თხაში შემდეგი ინვაზიების დროს: ტრემატოდებით ინვაზიის შემთხვევაში როგორიცაა: მწვავე და ქრონიკული ფასციოლოზით, დიკროცელიოზით და პარამფისტომატოზით ინვაზია. ცესტოდები: მონეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი. ნემატოდები: ოსტერტაგიოზი, დიქტიოკაულოზი.
გამოყენების წესი და დოზირება:
საქონელი, ცხვარი, თხა ერთჯერადი დანიშვნა პერორალურად, (საკვების 1/3-ში ) შემდეგი დოზირებით:
ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომატოზი 1 ტაბ. 40-50 კგ. წონაზე
მონეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი: .................................. 1 ტაბ. 60-70 კგ. წონაზე.
ოსტერტაგიოსი, დიქტიოკაულოზი 1 ტაბ. 70 კგ. წონაზე.
უკუჩვენებები:
არ ნიშნავენ დაავადებულ ცხოველებში.
მოცდის პერიოდი:
ხორცი ...................7 დღე.
რძე: ...................... 48 სთ.
გამოშვების ფორმა:
700 ტაბლეტის შემცველობის პოლიმერის კონტეინერი.
შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.