ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ტრიპონილ სუპერი - 18117

₾2.00
მიმართულება : მესაქონლეობა
მეღორეობა
შინაური ცხოველები
მეცხვარეობა
ბრენდი : ინტერქიმია
პროდუქტის ტიპი : ანტიპარაზიტული საშუალებები
პროდუქტის ფორმა : ფხვნილი
კოდი : 18117

Tryponil Super (კოდი: DMT3)

Interchemie, ნიდერლანდები

სისხლის პარაზიტების საწინააღმდეგო საინექციო საშუალება

 

 

 

პროდუქტის სახელწოდება:  ტრიპონილი სუპერი (კოდი: DMT3) 

 

გარეგანი აღწერილობა: 

ინტრამუსკულარული საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი 2,37 გრამიან პაკეტში.

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა თითო 2.37 გრამიანი პაკეტისთვის:

დიმინაზინ აცეტურატი ............................................................................................... 1.05 გ.

ფენაზონი ....................................................................................................................... 1.31 გ.

ვიტმინი B6, პირიდოქსინი HCI ................................................................................... 8 მგ.

ვიტმინი B12, ციანოკობალამინი ................................................................................... 2 მგ.

 

ჩვენებები:

ბაბეზიოზის, პიროპლაზმოზის და ტრიპანოსომიაზის მკურნალობა აქლემებში, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, კატებში, ძაღლებში, თხებში, ცხენებში, ცხვრებსა და ღორებში.

 

სამიზნე სახეობები:

აქლემი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, კატა, ძაღლი, თხა, ცხენი, ცხვარი და ღორი.

 

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა დიმინაზინის ან ფენაზონის მიმართ. თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ცხოველებში დანიშვნა.

 

გვერდითი ეფექტები:

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. შეიძლება განვითარდეს ნერწყვდენა, ოფლიანობა, კანკალი. მრავალრიცხოვანმა თერაპიულმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ნერვული ნიშნები და ძაღლებში ცერებრალური, შუალედური და თალამუსის ჰემორაგიული და მალეური დაზიანება. მრავალრიცხოვანი თერაპიული დოზის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს დეგენერაციული ცხიმოვანი ცვლილებები ღვიძლში, თირკმელებში, მიოკარდიუმში და კუნთებში. მრავალრიცხოვანმა თერაპიულმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს პირუტყვში ცერებრალური, შუალედური და თალამუსის ჰემორაგიული და მალეური დაზიანება.

 

დოზირება:

კუნთში ღრმა ინექციისთვის: ზოგადად: საინექციო ხსნარის მომზადების მიზნით გამოყენებამდე ფხვნილის 2.37 (23.70) გ გახსენით 15(150) მლ სტერილურ წყალში და გამოიყენეთ 1 მლ 20 კგ სხეულის წონაზე (2.37 (23.7) გრ თითო 300 (3000) კგ. სხეულის წონაზე). ინექციისთვის გამოიყენეთ მხოლოდ ახლად მომზადებული ხსნარი. ორგანიზმიდან გამოსვლის დრო: - ხორცი: 21 დღე. - რძე: 4 დღე. შენახვის პირობები: ტრიპონილს აქვს 3-წლიანი ვარგისობის ვადა, როდესაც მისი შენახვა ხდება ბნელ და მშრალ ადგილას, 300C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, კარგად დახურულ პაკეტებში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები: განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ცხოველებში გამოყენებისას გამოიყენეთ მხოლოდ ახლად მომზადებული ხსნარი ღრმა ინტრამუსკულური ინექციებისთვის. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები იმ პირის მიერ, რომელიც უშუალოდ აკეთებს ინექციას შესაძლო სენსიბილიზაციისა და კონტაქტური დერმატიტის გამო, გამოყენებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული უშუალო კონტაქტი კანთან. გამოყენება მაკეობის ან ლაქტაციის დროს უნდა იყოს დაცული რეკომენდებული დოზა. ხელმისაწვდომ ლიტერატურაში არ არის ცნობები ორსულობის დროს გარკვეული ურთიერთქმედებაზე. პროდუქტის რძიდან გამოყოფის პერიოდი არის 4 დღე. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ხელმისაწვდომ ლიტერატურაში არ არის აღწერილი სხვა სამკურნალო საშუალებებთან მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების შემთხვევები. თუმცა, ინექციის წინ ტრიპონილ სუპერის შერევა სხვა პრეპარატებთან არ არის მიზანშეწონილი. ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC

 

ვეტერინარული კოდი: ბაბეზიოზის, პიროპლაზმოზის და ტრიპანოსომოზის საწინააღმდეგო არომატული დიამიდინები ATC VET კოდი QP51AF01

 

შეფუთვა: 2.37 გ პაკეტი.

 

იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: 

„შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66

მწარმოებელი:   Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherland

ფასდაკლება