ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ვიტოლ 450 - 18086

₾27.50
მიმართულება : მესაქონლეობა
მეღორეობა
ხბო
მეცხვარეობა
ბრენდი : ინტერქიმია
პროდუქტის ტიპი : ვიტამინები
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 18086

ვიტოლ 450 / VITOL 450

Interchemie, ნიდერლანდები

საინექციო ვიტამინების კომპლექსი

 

 

თითოეული მლ-ის თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:

ვიტამინი A, რეტინოლის პალმიტატი...................................................................................................300 000 სე.

ვიტამინი D3, ქოლეკალციფეროლი......................................................................................................100 000 სე.

ვიტამინი E, -ტოკოფეროლის აცეტატი.................................................................................................50 მგ.

 

სამიზნე სახეობები:

ცხენი, მხსვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხბო, ცხვარი, თხა და ღორი.

 

ჩვენებები:

ვიტოლი-450 წარმოადგენს ვიტამინ A-ს, D3-ის და ვიტამინ E-ს ბალანსირებულ კომბინაციას ხბოს, მსვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხენის, თხისა და ცხვრისათვის.

 

ვიტოლი-450 გამოიყენება: 

ფერმის ცხოველებში ვიტამინი A-ს, D3-ის და E-ს დეფიციტის სამკურნალოდ ან პრევენციისათვის; - სტრესის პრევენცია ან მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია ვაქცინაციით, ავადობით, ტრანსპორტირებით, მაღალი ტენიანობით, მაღალი ტემპერატურით ან ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებით; - საკვების მონელების გაუმჯობესებისათვის.

 

დოზირება:

კანქვეშ ან კუნთში გამოყენებისათვის: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ცხენი : 4 მლ.; ხბო და კვიცი : 2 მლ.; თხა და ცხვარი : 1 მლ.; ღორი : 2-3 მლ.; გოჭი : 0.5-1 მლ.

 

უკუჩვენებები: არ გააჩნია.

 

გვერდითი მოვლენები:

დადგენილი დოზირების რეჟიმის დაცვისას არასასურველი ეფექტები არ არის მოსალოდნელი.

 

მოცდის პერიოდი: არ გააჩნია.

 

შენახვის პირობები და პრეპარატის ვადა:

პროდუქტი ვარგისია წარმოებიდან 3 წლის განმავლობაში. გახსნიდან ვარგისია 2 კვირის განმავლობაში. შენახვის სპეციალური პირობები: ქარხნული შეფუთვა შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას 15-25 °C ტემპერატურაზე. გახსნის შემდეგ შეინახეთ სინათლისგან დაცულ და გრილ (2-8 °C ) ადგილას. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას! გაფრთხილებები: დაგროვების პრევენციისათვის პრეპარატის გამოყენების სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს კვირაში ერთს. სიფრთხილის ზომები ცხოველებში გამოყენებისას: განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო გესტაციის პირველ პერიოდში A ვიტამინის ტერატოგენული ეფექტის გამო. სიფრთხილის ზომები იმ პირისთვის, რომელსაც შეჰყავს სამკურნალო პრეპარატი: თავიდან უნდა იქნას აცილებული პირდაპირი კონტაქტი კანთან. ლიტერატურაში არ არის ინფორმაცია მედიკამენტებთან ურთიერთქმედების შესახებ, თუმცა ინექციის წინ ვიტოლ-450-ის შერევა სხვა პრეპარატებთან მიზანშეწონილად არ ითვლება .

 

ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი:

QA11BA – მულტივიტამინები. გამოშვების ფორმა: 100 მლ-იანი ქარვისფერი მინის ბოთლები, ბრომბუტილის რეზინის საცობი და ალუმინის ჩაჩით.

 

იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში

„შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66

 

მწარმოებელი:

Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands

 

ფასდაკლება