ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

კანვაკ R

₾4.70 ₾3.50
მიმართულება : შინაური ცხოველები
ბრენდი : დინტეკი, ჩეხეთი
პროდუქტის ტიპი : ვაქცინა
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 13002

კანვაკ R

ჩეხეთი

 სუსპენზია ინექციისთვის

 

ჩვენებები:

ვაქცინა შექმნილია ცოფის წინააღმდეგ აქტიური იმუნიზაციისთვის. იმუნიტეტი ვითარდება ძირითადი ვაქცინაციის შემდეგ 2-3 კვირის განმავლობაში. ხელახალი ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტი ნარჩუნდება მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.

 

უკუჩვენებები:

არ გამოიყენოთ მწვავე ინფექციური დაავადების, ორგანოებისა და ცხელების დაავადების, ვაქცინაციის შემდგომი არახელსაყრელი რეაქციის ან წინა ვაქცინაციაზე ალერგიის გამოვლენის შემთხვევაში და ასევე სტრესის დროს  (ტრანსპორტი, მაღალი გარემო ტემპერატურა). არ გამოიყენოთ მაკე  ცხოველებში და გარკვეული პერიოდი მშობიარობის შემდეგ. აკრძალულია ცოფით დაავადებული ცხოველების იმუნიზაცია, ასევე იმ ცხოველების, რომლებიც კონტაქტში იყვნენ ცოფით დაავადებულ ცხოველებთან. ცხოველების, რომლებმაც ზიანი მიაყენეს ადამიანს (უკბინეს, გაკაწრეს...), იმუნიზაცია შეიძლება მოხდეს მხოლოდ დაკვირვების პერიოდის გასვლის შემდეგ.

 

დოზირება და მიღების წესი:

იმუნიზაციის დოზა 1 ცხოველზე არის 1 მლ, სახეობის, ასაკის, სქესის და წონის მიუხედავად. ძაღლების, კატების, ხორცისმჭამელი ცხოველების, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხისა და ცხენის მკურნალობა უნდა მოხდეს კანქვეშ. ღორები იმუნიზირდება ინტრამუსკულარულად. კისრის ადგილზე, ყურის უკან. ზოგადად, ზრდასრულ ცხოველებში იმუნიტეტის მისაღებად საკმარისია ერთი დოზის მიღება. გრძელვადიანი იმუნიტეტის შესანარჩუნებლად საჭიროა რეგულარული ყოველწლიური ხელახალი ვაქცინაცია. რეკომენდებულია მეორე დოზის შეყვანა პირველი დოზის მიღებიდან 2-4 კვირის შემდეგ, მიუხედავად მათი იმუნიტეტისა და ასაკისა.

არავაქცინირებული დედისგან დაბადებული ცხოველებისთვის რეკომენდებულია პირველი დოზის მიღება დაახლოებით 2 თვის ასაკში. მიზანშეწონილია მეორე დოზის მიღება 2-4 კვირის შემდეგ.

 

რევაქცინაცია:

მუდმივი იმუნიტეტის შესანარჩუნებლად მიზანშეწონილია რეგულარული წლიური რევაქცინაცია.

 

გამოიყენება მხოლოდ ცხოველებისთვის. გამოყენება დაშვებულია მხოლოდ ვეტერინარული დანიშნულების შემთხვევაში.

ფასდაკლება