ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ესპირამიკ 100 - 30020

₾50.00
მიმართულება : მესაქონლეობა
ბრენდი : მიკროსულეს ლაბორატორია
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 30020

Espiramic 100ml

Microsule, ურუგვაი

 პირალის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის, ძაღლის, კატისა და ფრინველისთვის
საინექციო ხსნარი

 

 

აღწერილობა:

საინექციო ხსნარი 100 მლ. მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისათვის.

 


ყოველი 100 მლ-ის თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
სპირამიცინის ადიპატი ........................ 17,13 გ
დამხმარე ნივთიერებები ............... 100 მლ

 


სამიზნე ცხოველები:

მხსვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, გოჭი, ძაღლი, კატა, ფრინველი.

 


ჩვენებები:
ესპირამიკი (Esperamic) განკუთვნილია გრამდადებითი, გრამუარყოფითი ბაქტერიებით, მიკოპლაზმით, ზოგიერთი კოკციდიებისა და რიკეტსიებით გამოწვეული ინფექციების სიმპტომების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი და თხა: ინფექციური გასტროენტერიტი, ომფალიტი, პნევმოპათიები, თვალის ინფექციები, მასტიტი, მეტრიტი, სეპტიცემია, აქტინომიკოზი, ანაპლაზმოზი, ართრიტი და ა.შ.
ღორი: პნევმოპათიები, ინფექციური გასტროენტერიტი, ატროფიული რინიტი, მასტიტი, ართრიტი და ა.შ.
ფრინველი: ქრონიკული რესპირატორული დაავადება (CRD), მიკოპლაზმოზი, ინფექციური სინუსიტი ინდაურებში, სინოვიტი, სასუნთქი გზების ინფექციები და ა.შ.
ძაღლები და კატები: სტაფილოკოკური, სტრეპტოკოკური რინოფარინგიტი, კონიუნქტივიტი, მეტრიტი, ალვეოლის პიორეა, პნევმოპათიები.

 


უკუჩვენებები:

სპირამიცინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

 


გვერდითი ეფექტები:

პრეპარატის მიღებისას შესაძლოა ცხოველს ჰქონდეს ღებინება, ამ დროს უნდა მოხდეს მკურნალობის შეწყვეტა და ვეტერინართან კონსულტაცია.

 


გამოყენების მეთოდი და დოზირება:

კეთდება კუნთში ღრმად.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: ზრდასრულებში:ცოცხალი წონის ყოველ 20 კილოგრამზე 1 მლ.

ხბო: ცოცხალი წონის ყოველ 10 კილოგრამზე 1 მლ.

ცხვარი და თხა: ცოცხალი წონის ყოველ 8 კილოგრამზე 1 მლ

ღორი: გოჭი: 4-დან 5 მლ-მდე.

მოზარდი გოჭი: ცოცხალი წონის ყოველ 20 კილოგრამზე 2,5 მლ.

ზრდასრული და სანაშენე ღორი: 15-დან 25 მლ-მდე.

ძაღლი და კატა: ცოცხალი წონის ყოველ 4 კილოგრამზე 0,5 მლ.

ფრინველი: ცოცხალი წონის ყოველ კილოგრამზე 0,5/1 მლ.

 


მოცდის პერიოდი :

ხორცი: 21 დღე.

რძე: 7 დღე.

ფრინველი და კვერცხი: 5 დღე


მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისათვის!

 


განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები:
ესპირამიკი ხასიათდება კარგი ამტანობით, არ არის ტერატოგენური და არ მოქმედებს ნაყოფზე.
შესაძლოა განვითარდეს ინექციის არეში ადგილობრივი რეაქცია- სიწითლე ანდ შემაგრება, რომელიც არ საჭიროებს მკურნალობას.

 


შეფუთვა:

100მლ საინექციო ხსნარი მუქი ფერის მინის ფლაკონში რეზინის საცობითა და ალუმინის ჩაჩით, მოთავსებული ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფში

 


შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, ვენტილირებად და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას 5- 25 °C-ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 


ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი:

მაკროლიდები ATC Vet code: QJ51FA02

 


იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის ქ. № 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66;

 


მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი LABORATORIOS MICROSULES URUGUAY S.A. 4.2.- მისამართი: (Street – City – Country): Rout 101 km. 28, Cno. al Paso Escobar s/n – Pueblo Capitán Artigas Canelones – Uruguay – C.P. 91.001 Phone. 2288 6761 – Fax: 2288 6760

 

ფასდაკლება