ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

მასტი კლამოქს LC

₾5.00
მიმართულება : მესაქონლეობა
ბრენდი : კრიდაფარმ
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 5944756700584

Masti Clamox LC

S.C. CRIDA PHARM S. R. L. / რუმინეთი

ცურშიდა გამოყენებისათვის განკუთვნილი სუსპენზია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის

 

შემადგენლობა:

თითოეული შპრიცი (3გ.) შეიცავს: 

ამოქსიცილინი ............................ 200 მგ. (როგორც ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი)

კლავულანის მჟავა ....................... 50 მგ. (კალიუმის კლავულანატის სახით)

პრედნიზოლონი .......................... 10 მგ.  

 

ჩვენებები:

ლაქტაციის პერიოდში მყოფ ძროხებში მასტიტის კლინიკური შემთხვევებში გამოსაყენებლად, მათ შორის შემდეგი პათოგენებით გამოწვეული ინფექციების დროს:

  • სტაფილოკოკები (მათ შორის შტამები, რომლებიც ბეტა-ლაქტამაზას-ს გამოიმუშავებენ). 
  • სტრეპტოკოკები (მათ შორის S. agafactiae, S. dysgafactiae, S. uberis). 

 

დოზირება და მიღების წესი:

ერთი შპრიცის შიგთავსი უნდა შეიყვანოთ თითოეულ ინფიცირებულ მეოთხედში სარძევე ჯირკვლის კერტის არხის გავლით, უშუალოდ რძის მოწველის დამთავრებისთანავე, 12 საათის ინტერვალით, ზედიზედ სამი მოწველის დროს. მკურნალობის დროს კლინიკური ევოლუცია უნდა შეფასდეს ვეტერინარის მიერ. ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ინფექციების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიბაქტერიული თერაპიის ხანგრძლივი კურსი. აქედან გამომდინარე, მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა უნდა გადაწყდეს ვეტერინარის მიერ, მაგრამ მისი ჩატარება უნდა იყოს საკმარისად ხანგრძლივი იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იქნას ინტრამამარული ინფექციის სრული აღმოფხვრა.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი და სუბპროდუქტები: 7 დღე.

რძე: 84 საათი

 

შეფუთვა:

პირველადი შეფუთვა - დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის შპრიცი 3გრ. სუსპენზიით ინტრაცისტერალური შეყვანისთვის.

მეორეული შეფუთვა - მუყაოს ყუთი 24ც. შპრიცით.

 

შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ 25 C მაღალი ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ მშრალ ადგილას.

 

ფასდაკლება