პროდუქტის აღწერა:
აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს მეხორცული საქონლის კონცენტრატს, რომელიც იწარმოება ISO22000 სტანდარტის დაცვით, ხარისხის კონტროლი ხორციელდება თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდებით. კონცენტრატის სიმინდთან შერევით მიიღება მზა საკვები ნაკლები დანახარჯით , რომელიც სრულად აკმაყოფილებს პირუტყვის მოთხოვნას საზრდო ნივთიერებებზე გამოზრდის მთელი ციკლის განმავლობაში . კონცენტრატისა და შერევის სქემის ფორმულირება უზრუნველყოფს კუნთოვანი მასის სწრაფ განვითარებას, მაქსიმალურ წონამატს, საუკეთესო გემოვნური თვისებებისა და სტრუქტურის მქონე ხორცის მიღებას.
სრული ანალიზი:
ნედლი პროტეინი% 32-33
ნედლიუჯრედანა% 15-16
ნედლი ცხიმი% 2.2-2.4
ლიზინი% 0,00
მეთიონინი% 0,00
P% 1-1.2
Ca% 2,20
Na% 1.5-1.7
ტენიანობა % 11.5-12.5
ენერგია 7.5-8.5მჯ/კგ
გამოყენების ინსტრუქცია :
კონცენტრატი გამოიყენება მზა საკვების დასამზადებლად შესაბამისი სქემის მიხედვით, ერევა მთელმარცვლიან სიმინდს ეტაპობრივად, შეგუების პერიოდის დაცვით და ცხოველის წონის გათვალისწინებით.
კონცენტრატის შერევის სქემა:
წონა |
100 კგ-მდე |
100 კგ+ |
კონცენტრატი |
25% |
25% |
სიმინდი |
20% |
25% |
ხორბალი |
30% |
20% |
ქატო |
25% |
30% |
ჩვენი საკვების ბენეფიტები:
• მარტივი დოზირება – კონცენტრატი საშუალებას გაძლევთ მარტივად მოამზადოთ მზა საკვები
• ამცირებს ხარჯებს
• შეიცავს ამინომჟავებს, რომლებიც ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის სწორ ჩამოყალიბებას
• არ შეიცავს ზრდის ჰორმონებს
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, მზისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა:
პროდუქტის წარმოებიდან 120 დღე.
დამატებითი რეკომენდაციები:
საკვების გარდა გამოზრდის პერიოდში მნიშვნელოვანი ფაქტორებია ფერმაში არსებული მიკროკლიმატის (განათება, ტემპერატურა, ტენიანობა ) კონტროლი.