პროდუქტის აღწერა
აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს ბროილერისა და ჭრელი ქათმის კონცენტრატს, რომელიც იწარმოება ISO22000 სტანდარტის დაცვით, ხარისხის კონტროლი ხორციელდება თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდებით. კონცენტრატის სიმინდთან შერევით მიიღება მზა საკვები ნაკლები დანახარჯით , რომელიც სრულად აკმაყოფილებს ფრინველის მოთხოვნას,საზრდო ნივთიერებებზე, გამოზრდის მთელი პერიოდის განმავლობაში. კონცენტრატისა და შერევის სქემის ფორმულირება უზრუნველყოფს წიწილის სტაბილურ განვითარებას, მაქსიმალურ წონამატსა და საბოლოო პროდუქტის მაღალ ხარისხს.
გამოყენებული ინგრედიენტები
სოიოს შროტი, მცენარეული ზეთი, ცხოველური წარმოშობის ნედლეული, ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები, ფერმენტები, საღებავი, ტოქსინების საწინააღმდეგო საშუალება.
გამოყენების ინსტრუქცია
გამოიყენება მზა საკვების დასამზადებლად, მარცვლეულთან შერევით ასაკისა და წონის გათვსალისწინებით, ცხრილში ნაჩვენები თანაფარდობით
ჩვენი საკვების ბენეფიტები
• წარმოადგენს კონცენტრატს , რომლის მარტივი დოზირებით მომხმარებელს თავად შეუძლია მოამზადოს მზა საკვები
• ამცირებს ხარჯებს
• შეიცავს ამინომჟავებს , რომელიც ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის სწორ ჩამოყალიბებას
• შეიცავს ფერმენტებს, რომელიც აუმჯობესებს მინერალებისა და ვიტამინების ათვისებას
• არ შეიცავს ზრდის ჰორმონებს