პროდუქტის აღწერა:
აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს მეკვერცხული ქათმის კომბინირებულ, დაბალანსებულ საკვებს, რომელიც იწარმოება ISO22000 სტანდარტის დაცვით, ხარისხის კონტროლი ხორციელდება თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდებით. საკვები სრულად აკმაყოფილებს ფრინველის მოთხოვნას საზრდო ნივთიერებებზე 65 კვირის ასაკიდან ზემოთ, კვერცხდების მთელი პერიოდის განმავლობაში . სწორი ფორმულირება, კალციუმის, ვიტამინებისა და ამინოჟავების შემცველობა ხელს უწყობს კვერცხის სწორად ფორმირებას, ნაჭუჭის სიმტკიცესა და ფრინველის მაქსიმალურ პროდუქტიულობას .
გამოყენებული ინგრედიენტები:
სიმინდი, ხორბალი, მზესუმზირის შროტი, სოიოს შროტი, ქატო, ცხოველური წარმოშობის ნედლეული, მცენარეული ზეთი, ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები, ტოქსინების საწინააღმდეგო საშუალება, ფერმენტები
სრული ანალიზი:
ნედლი პროტეინი% 15.3-16
ნედლიუჯრედანა% 4-4.6
ნედლი ცხიმი% 3.3-3.7
ლიზინი% 0,79
მეთიონინი% 0,40
P% 0.5-0.54
Ca% 4.1-4.7
Na% 0.16-0.18
ტენიანობა 11.5-12.5
ენერგია 275-282 კკალ/100გ
გამოყენების ინსტრუქცია:
ფრინველს საკვები ეძლევა მშრალი სახით, შეუზღუდავად, დანამატების გარეშე, სასმელ წყალთან ეთად. 65 კვირის ასაკიდან ზემოთ დღიური ნორმაა 105-დან 110-გრ-მდე ფრთაზე.
ჩვენი საკვების ბენეფიტები:
• წარმოადგენს დაბალანსებულ საკვებს, რომელიც არ საჭიროებს დანამატების გამოყენებას
• ამცირებს დანაკარგებს
• შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც აუმჯობესებენ მინერალებისა და ვიტამინების ათვისებას
• არ შეიცავს ზრდის ჰორმონებს
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ და მზისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა:
პროდუქციის წარმოებიდან 120 დღე , დამზადების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.
დამატებითი რეკომენდაციები:
საკვების გარდა გამოზრდის პერიოდში მნიშვნელოვანი ფაქტორებია ფერმაში არსებული მიკროკლიმატის (განათება, ტემპერატურა, ტენიანობა ) კონტროლი