პროდუქტის აღწერა:
აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს მეკვერცხული ქათმის კომბინირებულ, დაბალანსებულ საკვებს, რომელიც იწარმოება ISO22000 სტანდარტის დაცვით, ხარისხის კონტროლი ხორციელდება თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდებით. საკვები სრულად აკმაყოფილებს ფრინველის მოთხოვნას საზრდო ნივთიერებებზე ზრდის საწყის ეტაპზე 4-დან 8- კვირის ჩათვლით. სწორი ფორმულირება, მინერალებისა და ვიტამინების შემცველობა ხელს უწყობს ძვლოვანი სისტემის, კუნთოვანი ქსოვილის სწორად ჩამოყალიბებას, რაც შემდგომში ფრინველს კვერცხდების ფაზაში შესვლისას მეტად პროდუქტიულს ხდის.
გამოყენებული ინგრედიენტები:
სიმინდი, ხორბალი, მზესუმზირის შროტი, სოიოს შროტი, ქატო, ცხოველური წარმოშობის ნედლეული, მცენარეული ზეთი, ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები, ტოქსინების საწინააღმდეგო საშუალება, ფერმენტები.
სრული ანალიზი:
ნედლი პროტეინი% 17.5-18.5
ნედლიუჯრედანა% 2.5-3
ნედლი ცხიმი% 3-3.5
ლიზინი% 1,00
მეთიონინი% 0,46
P% 0.7-0.8
Ca% 1-1.2
Na% 0.17-0.2
ტენიანობა % 11.5-12.5
ენერგია 275-280 კკალ/100გ
გამოყენების ინსტრუქცია:
ფრინველს სკვები ეძლევა მშრალი სახით, შეუზღუდავად, დანამატების გარეშე , სასმელ წყალთან ერთად.
ჩვენი საკვების ბენეფიტები:
• წარმოადგენს დაბალანსებულ საკვებს, რომელიც არ საჭიროებს დანამატების გამოყენებას
• ამცირებს დანაკარგებს
• შეიცავს ორგანულ მჟავებს, რომლებიც ხელს უწყობენ საკვების მონელებას
• შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც აუმჯობესებენ მინერალებისა და ვიტამინების ათვისებას
• არ შეიცავს ზრდის ჰორმონებს
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ და მზისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა:
პროდუქციის წარმოებიდან 120 დღე , დამზადების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.
დამატებითი რეკომენდაციები:
საკვების გარდა გამოზრდის პერიოდში მნიშვნელოვანი ფაქტორებია ფერმაში არსებული მიკროკლიმატის (განათება, ტემპერატურა, ტენიანობა ) კონტროლი