ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

მზა საკვები მეკვერცხული 9-16 კვირა

₾34.50
მიმართულება : მეფრინველეობა
მეკვერცხული ქათამი
ბრენდი : ინვეტ ფიდი
პროდუქტის ტიპი : მზა საკვები
პროდუქტის ფორმა : ფხვიერი
კოდი : 46052
15-15.93-3.52.5-3
ნედლი პროტეინი %ნედლი უჯრედანა %ნედლი ცხიმი %

 

 

პროდუქტის აღწერა:

აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს მეკვერცხული ქათმის კომბინირებულ, დაბალანსებულ საკვებს, რომელიც იწარმოება ISO22000 სტანდარტის დაცვით, ხარისხის კონტროლი ხორციელდება თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდებით. საკვები სრულად აკმაყოფილებს ფრინველის მოთხოვნას საზრდო ნივთიერებებზე ზრდის საწყის ეტაპზე 9-დან 16- კვირის ჩათვლით. სწორი ფორმულირება, მინერალებისა და ვიტამინების შემცველობა ხელს უწყობს ძვლოვანი სისტემის, კუნთოვანი ქსოვილის სწორად ჩამოყალიბებას, რაც შემდგომში ფრინველს კვერცხდების ფაზაში შესვლისას მეტად პროდუქტიულს ხდის.

 

გამოყენებული ინგრედიენტები:

სიმინდი, ხორბალი, მზესუმზირის შროტი,  სოიოს შროტი, ქატო, ცხოველური წარმოშობის ნედლეული,  მცენარეული ზეთი, ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები, ტოქსინების საწინააღმდეგო საშუალება, ფერმენტები.

 

სრული ანალიზი:

ნედლი პროტეინი% 15-15.9

ნედლიუჯრედანა% 3-3.5

ნედლი ცხიმი% 2.5-3

ლიზინი% 0,66

მეთიონინი%  0,31

P% 0.58-0.65

Ca% 0.9-1

Na% 0.16-0.18

ტენიანობა % 11.5-12.5

ენერგია 270-275 კკალ/100გ

 

გამოყენების ინსტრუქცია:

ფრინველს სკვები ეძლევა  მშრალი სახით,  შეუზღუდავად, დანამატების გარეშე , სასმელ წყალთან ერთად.

 

ჩვენი საკვების ბენეფიტები:

• წარმოადგენს დაბალანსებულ საკვებს, რომელიც არ საჭიროებს დანამატების გამოყენებას

• ამცირებს დანაკარგებს

• შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც აუმჯობესებენ მინერალებისა და ვიტამინების ათვისებას

• არ შეიცავს ზრდის ჰორმონებს

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ და მზისგან დაცულ ადგილას.

 

შენახვის ვადა:

პროდუქციის წარმოებიდან 120 დღე , დამზადების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.

 

დამატებითი რეკომენდაციები:

საკვების გარდა გამოზრდის პერიოდში მნიშვნელოვანი ფაქტორებია ფერმაში არსებული მიკროკლიმატის (განათება, ტემპერატურა, ტენიანობა ) კონტროლი

 

ფასდაკლება