ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

მზა საკვები მეკვერცხული 17-20 კვირა

₾39.00
მიმართულება : მეფრინველეობა
მეკვერცხული ქათამი
ბრენდი : ინვეტ ფიდი
პროდუქტის ტიპი : მზა საკვები
პროდუქტის ფორმა : ფხვიერი
კოდი : 46061
17.2-17.93.5-43-3.5
ნედლი პროტეინი %ნედლი უჯრედანა %ნედლი ცხიმი %

პროდუქტის აღწერა:

აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს მეკვერცხული ქათმის კომბინირებულ, დაბალანსებულ საკვებს, რომელიც იწარმოება ISO22000 სტანდარტის დაცვით, ხარისხის კონტროლი ხორციელდება თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდებით. საკვები სრულად აკმაყოფილებს ფრინველის მოთხოვნას საზრდო ნივთიერებებზე ზრდის საწყის ეტაპზე 17-დან 20 კვირის ჩათვლით. სწორი ფორმულირება, მინერალებისა და ვიტამინების შემცველობა ხელს უწყობს ძვლოვანი სისტემის, კუნთოვანი ქსოვილის სწორად ჩამოყალიბებას, რაც შემდგომში ფრინველს კვერცხდების ფაზაში შესვლისას მეტად პროდუქტიულს ხდის.

 

გამოყენებული ინგრედიენტები:

სიმინდი, ხორბალი, მზესუმზირის შროტი,  სოიოს შროტი, ქატო, ცხოველური წარმოშობის ნედლეული,  მცენარეული ზეთი, ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები, ტოქსინების საწინააღმდეგო საშუალება, ფერმენტები.

 

სრული ანალიზი:

ნედლი პროტეინი% 17.2-17.9

ნედლიუჯრედანა%  3.5-4

ნედლი ცხიმი% 3-3.5

ლიზინი% 0,85

მეთიონინი% 0,42

P% 0.6-0.65

Ca% 2-2.5

Na% 0.17-0.19

ტენიანობა % 11.5-12.5

ენერგია 270-275 კკალ/100გ

 

გამოყენების ინსტრუქცია:

17 კვირიდან 20 კვირის ჩათვლით ფრინველს საკვები ეძლევა მშრალი სახით, შეუზღუდავად, დანამატების გარეშე, სასმელ წყალთან ეთად.

 

ჩვენი საკვების ბენეფიტები:

 

• წარმოადგენს დაბალანსებულ საკვებს, რომელიც არ საჭიროებს დანამატების გამოყენებას

• ამცირებს დანაკარგებს

• შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც აუმჯობესებენ მინერალებისა და ვიტამინების ათვისებას
• არ შეიცავს ზრდის ჰორმონებს

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ და მზისგან დაცულ ადგილას.

 

შენახვის ვადა:

პროდუქციის წარმოებიდან 120 დღე , დამზადების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.

 

დამატებითი რეკომენდაციები:

საკვების გარდა გამოზრდის პერიოდში მნიშვნელოვანი ფაქტორებია ფერმაში არსებული მიკროკლიმატის (განათება, ტემპერატურა, ტენიანობა ) კონტროლი

 

 

ფასდაკლება