პროდუქტის აღწერა:
აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს ჭრელი ქათმის კონცენტრატს, რომელიც იწარმოება ISO22000 სტანდარტის დაცვით, ხარისხის კონტროლი ხორციელდება თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდებით. კონცენტრატის სიმინდთან შერევით მიიღება მზა საკვები ნაკლები დანახარჯით , რომელიც სრულად აკმაყოფილებს ფრინველის მოთხოვნას საზრდო ნივთიერებებზე გამოზრდის მთელი პერიოდის განმავლობაში. კონცენტრატისა და შერევის სქემის ფორმულირება უზრუნველყოფს წიწილის სტაბილურ განვითარებას , მაქსიმალურ წონამატსა და საბოლოო პროდუქტის მაღალ ხარისხს.
გამოყენებული იგნრედიენტები:
სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი, მცენარეული ზეთი, ცხოველური წარმოშობის ნედლეული, მინერალები, ამინომჟავები, ფერმენტები, ტოქსინების საწინააღმდეგო საშუალება.
სრული ანალიზი:
ნედლი პროტეინი% 42-43
ნედლიუჯრედანა% 6-6.5
ნედლი ცხიმი% 6-6.5
ლიზინი% 2,60
მეთიონინი% 1,00
P% 1.5-1.65
Ca% 3.5-4
Na% 0.7-0.75
ტენიანობა 11.5-12.5
ენერგია 255-270 კკალ/100გ
გამოყენების ინსტრუქცია:
გამოიყენება მზა საკვების დასამზადებლად, მარცვლეულთან შერევით ასაკისა და წონის გათვსალისწინებით, ცხრილში ნაჩვენები თანაფარდობით.
კონცენტრატის შერევის სქემა:
ასაკი |
კონცეტრატი 30% |
სიმინდი |
პრესტარტი 1-7 დღე |
40% |
60% |
სტარტი 8-15 დღე |
35% |
65% |
გროუერ-ფინიში 16+ დღე |
30% |
70% |
ჩვენი საკვების ბენეფიტები:
• წარმოადგენს კონცენტრატს , რომლის მარტივი დოზირებით მომხმარებელს თავად შეუძლია მოამზადოს მზა საკვები
• ამცირებს ხარჯებს
• შეიცავს ამინომჟავებს , რომელიც ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის სწორ ჩამოყალიბებას
• შეიცავს ფერმენტებს, რომელიც აუმჯობესებს მინერალებისა და ვიტამინების ათვისებას
• არ შეიცავს ზრდის ჰორმონებს
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, მზისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა:
პროდუქტის წარმოებიდან 120 დღე.
დამატებითი რეკომენდაციები:
საკვების გარდა გამოზრდის პერიოდში მნიშვნელოვანი ფაქტორებია ფერმაში არსებული მიკროკლიმატის (განათება, ტემპერატურა, ტენიანობა ) კონტროლი.