პროდუქტის აღწერა
აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს ბროილერის კომბინირებულ, დაბალანსებულ საკვებს, რომელიც იწარმოება ISO22000 სტანდარტის დაცვით, ხარისხის კონტროლი ხორციელდება თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდებით. საკვები სრულად აკმაყოფილებს ფრინველის მოთხოვნას, საზრდო ნივთიერებებზე, ზრდის საწყის ეტაპზე 0 - დან 15 დღის ჩათვლით. საკვების ფორმულირება უზრუნველყოფს წიწილის სტაბილურ განვითარებას, მაქსიმალურ წონამატსა და საბოლოო პროდუქტის მაღალ ხარისხს.
გამოყენებული ინგრედიენტები
სიმინდი, სოიოს შროტი, ხორბალი, ცხოველური წარმოშობის ნედლეული, მცენარეული ზეთი, მინერალები, ვიტამინები, ამინომჟავები, ტოქსინების საწინააღმდეგო საშუალება, კოქციდიოსტატიკი, საღებავი.
გამოყენების ინსტრუქცია
ფრინველს სკვები ეძლევა მშრალი სახით, შეუზღუდავად, დანამატების გარეშე , სასმელ წყალთან ერთად. 0-დან 15 დღის პერიოდში მოხმარების ნორმაა 700 გრ/ფრთაზე.
ჩვენი საკვების ბენეფიტები
• წარმოადგენს დაბალანსებულ საკვებს, რომელიც ფორმულირებულია ფრინველის განვითარების ფაზის გათვალისწინებით და არ საჭიროებს დანამატების გამოყენებას
• ამცირებს დანაკარგებს
• შეიცავს ამინომჟავებს , რომელიც ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის სწორ ჩამოყალიბებას
• შეიცავს ფერმენტებს, რომელიც აუმჯობესებს მინერალებისა და ვიტამინების ათვისებას
• შეიცავს პრე და პრობიოტიკებს, რომელიც აუმჯობესებს ნაწლავურ მიკროფლორას
• არ შეიცავს ზრდის ჰორმონებს