ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

მზა საკვების გოჭის გროუერი გრანული

₾39.00
მიმართულება : მეღორეობა
ბრენდი : ინვეტ ფიდი
პროდუქტის ტიპი : მზა საკვები
პროდუქტის ფორმა : გრანული
კოდი : 64021
16 -16.9  4.5 -5.5     4-5.5
ნედლი პროტეინი % ნედლი უჯრედანა % ნედლი ცხიმი %

 

 

პროდუქტის აღწერა:

აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს გოჭის კომბინირებულ, დაბალანსებულ საკვებს, რომელიც იწარმოება ISO 22000 სტანდარტის დაცვით, ხარისხის კონტროლი ხორციელდება თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდებით. პროდუქცია  გამოიყენება 35 კგ-დან 75 კგ-მდე გოჭის კვებისთვის. საკვების შემადგენლობა სრულად აკმაყოფილებს ცხოველის მოთხოვნას საზრდო ნივთიერებებზე გამოზრდის ეტაპზე, სწორი  ფორმულირება  , ვიტამინების, მინერალებისა და ამინომჟავების სპეციფიკური შემადგენლობა უზრუნველყოფს გოჭის კუნთოვანი ქსოვილის სწორად ჩამოყალიბებას ,  მაქსიმალურ წონამატს , კარგი გემოვნური თვისებებისა და სტრუქტურის მქონე ხორცის მიღებას.  საკვებში არსებული პრე და პრობიოტიკები აუმჯობესებენ გოჭის ნაწლავურ მიკროფლორას , რაც  უზრუნველყოფს ნუტრიენტების მარტივად ათვისებას.

 

გამოყენებული ინგრედიენტები:

ქერი, ხორბალი, სიმინდი, სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი, მცენარეული ზეთი და სხვა მცენარეული ნედლეული, ამინომჟავები, , ვიტამინები, მინერალები ტოქსინების საწინააღმდეგო საშუალება, საკვები არომატიზატორი.

 

სრული ანალიზი:

ნედლი პროტეინი% 16 -16.9

ნედლიუჯრედანა% 4.5 -5.5

ნედლი ცხიმი% 4-5.5

ლიზინი% 1,00

მეთიონინი% 0,40

P% 0.5-0.6

Ca% 0.65-0.8

Na% 0.15-0.25

ტენიანობა 11.5-12.5

ენერგია 9.2 - 10.5 მჯ/კგ

 

გამოყენების ინსტრუქცია:

პროდუქცია განკუთვნილია 32 კგ-დან 75 კგ-მდე გოჭისთვის. საკვების მოხმარების დღიური ნორმა იზრდება ასაკის მატებასთან ერთად  1.3 კგ-დან 2.3 კგ-მდე სულზე.

 

ჩვენი საკვების ბენეფიტები:

• შეიცავს გოჭისთვის საჭირო მინერალებს, ვიტამინებს და ამინოჟავებს
• შეიცავს შრატის ცილებს, რაც უზრუნველყოფს ადვილად ათვისებად ენერგიას
• წარმოადგენს დაბალანსებულ საკვებს, რომელიც არ საჭიროებს დანამატების გამოყენებას
• ამცირებს დანაკარგებს
• არ შეიავს ცხოველური წარმოშობის ნედლეულს.
• არ შეიცავს ზრდის ჰორმონებს

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ და მზისგან დაცულ ადგილას.

 

შენახვის ვადა:

პროდუქციის წარმოებიდან 120 დღე , დამზადების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.

 

დამატებითი რეკომენდაციები:

საკვების გარდა გამოზრდის პერიოდში მნიშვნელოვანი ფაქტორებია ფერმაში არსებული მიკროკლიმატის (განათება, ტემპერატურა, ტენიანობა ) კონტროლი

ფასდაკლება