ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

მზა საკვები გოჭის ფინიში გრანული წონა 75 - 120 კგ

₾38.00
მიმართულება : მეღორეობა
ბრენდი : ინვეტ ფიდი
პროდუქტის ტიპი : მზა საკვები
პროდუქტის ფორმა : გრანული
კოდი : 64025
14.5-15.54.55-5.554-4.5
ნედლი პროტეინი %ნედლი უჯრედანა %ნედლი ცხიმი %

პროდუქტის აღწერა:

აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს გოჭის კომბინირებულ, დაბალანსებულ საკვებს, რომელიც იწარმოება ISO 22000 სტანდარტის დაცვით, ხარისხის კონტროლი ხორციელდება თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდებით. პროდუქცია  გამოიყენება 75 კგ-დან დაკვლამდე პერიოდში ღორის გამოსაკვებად.  მისი შემადგენლობა სრულად აკმაყოფილებს ცხოველის მოთხოვნას საზრდო ნივთიერებებზე სუქების ბოლო ეტაპზე. სწორი  ფორმულირება  , ვიტამინების, მინერალებისა და ამინომჟავების სპეციფიკური შემადგენლობა უზრუნველყოფს გოჭის კუნთოვანი ქსოვილის სწორად ჩამოყალიბებას ,  მაქსიმალურ წონამატს , კარგი გემოვნური თვისებებისა და სტრუქტურის მქონე ხორცის მიღებას.

 

გამოყენებული ინგრედიენტები:

ქერი, ხორბალი, სიმინდი,ქატო, სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი, მცენარეული ზეთი და სხვა მცენარეული ნედლეული, ამინომჟავები,  ვიტამინები, მინერალები ტოქსინების საწინააღმდეგო საშუალება,  არომატიზატორი..

 

სრული ანალიზი:

ნედლი პროტეინი% 14.5-15.5

ნედლიუჯრედანა% 4.55-5.55

ნედლი ცხიმი% 4-4.5

ლიზინი% 0,65

მეთიონინი% 0,31

P% 0.5-0.55

Ca% 0.65-0.75

Na% 0.15-0.25

ტენიანობა % 11.5-12.5

ენერგია 9.7-10.5 მჯ/კგ

 

გამოყენების ინსტრუქცია:

პროდუქცია განკუთვნილია 75 კგ-დან 120 კგ-მდე ღორისთვის. საკვების მოხმარების დღიური ნორმა იზრდება ასაკის მატებასთან ერთად  2.4 კგ-დან 3.0 კგ-მდე სულზე.

 

ჩვენი საკვების ბენეფიტები:

• შეიცავს ღორისთვის საჭირო მინერალებს, ვიტამინებს და ამინოჟავებს

• წარმოადგენს დაბალანსებულ საკვებს, რომელიც არ საჭიროებს დანამატების გამოყენებას

• ამცირებს დანაკარგებს

• არ შეიავს ცხოველური წარმოშობის ნედლეულს.

• არ შეიცავს ზრდის ჰორმონებს

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ და მზისგან დაცულ ადგილას.

 

შენახვის ვადა:

პროდუქციის წარმოებიდან 120 დღე , დამზადების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.

 

დამატებითი რეკომენდაციები:

საკვების გარდა გამოზრდის პერიოდში მნიშვნელოვანი ფაქტორებია ფერმაში არსებული მიკროკლიმატის (განათება, ტემპერატურა, ტენიანობა ) კონტროლი

ფასდაკლება