ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

მზა საკვები ბროილერის ფინიში გრანული (ასაკი 26 დღიდან დაკვლამდე)

₾45.00
მიმართულება : მეფრინველეობა
მეხორცული ქათამი
ბრენდი : ინვეტ ფიდი
პროდუქტის ტიპი : მზა საკვები
პროდუქტის ფორმა : გრანული
კოდი : 64029
19-19.72.9-3.24.5-5
ნედლი პროტეინი %ნედლი უჯრედანა %ნედლი ცხიმი %

 

 

პროდუქტის აღწერა:

აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს ბროილერის კომბინირებულ, დაბალანსებულ საკვებს, რომელიც იწარმოება ISO22000 სტანდარტის დაცვით, ხარისხის კონტროლი ხორციელდება თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდებით. საკვები სრულიად აკმაყოფილებს ფრინველის მოთხოვნას, საზრდო ნივთიერებებზე, გამოზრდის პერიოდში -    26 - დღიდან დაკვლამდე. საკვების სწორი ფორმულირება უზრუნველყოფს  მაქსიმალურ წონამატსა და საბოლოო პროდუქტის მაღალ ხარისხს.

 

გამოყენებული ინგრედიენტები:

სიმინდი, სოიოს შროტი, ხორბალი, ცხოველური წარმოშობის ნედლეული,  მცენარეული ზეთი, მინერალები, ვიტამინები, ამინომჟავები, ტოქსინების საწინააღმდეგო საშუალება, საღებავი.

 

სრული ანალიზი:

ნედლი პროტეინი% 19-19.7

ნედლი უჯრედანა% 2.9-3.2

ნედლი ცხიმი% 4.5-5

ლიზინი% 1,09

მეთიონინი% 0,41

P% 0.4-0.9

Ca% 0.79-0.85

Na% 0.16-0.2

ტენიანობა 11.5-12.5

ენერგია 320-325 კკალ/100გ

 

გამოყენების ინსტრუქცია:

ფრინველს სკვები ეძლევა  მშრალი სახით,  შეუზღუდავად დანამატების გარეშე , სასმელ წყალთან ერთად. 26-დან დაკვლამდე პერიოდში მოხმარების ნორმაა 2000 გრ/ფრთაზე.

 

ჩვენი საკვების ბენეფიტები:

• წარმოადგენს დაბალანსებულ საკვებს, რომელიც ფორმულირებულია ფრინველის განვითარების ფაზის გათვალისწინებით და  არ საჭიროებს დანამატების გამოყენებას

• ამცირებს დანაკარგებს

• შეიცავს ამინომჟავებს , რომელიც ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის სწორ ჩამოყალიბებას

• შეიცავს ფერმენტებს, რომელიც აუმჯობესებს მინერალებისა და ვიტამინების ათვისებას

• არ შეიცავს ზრდის ჰორმონებს

 

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ და მზისგან დაცულ ადგილას.

 

შენახვის ვადა:

პროდუქციის წარმოებიდან 120 დღე , დამზადების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.

 

დამატებითი რეკომენდაციები:

საკვების გარდა გამოზრდის პერიოდში მნიშვნელოვანი ფაქტორებია ფერმაში არსებული მიკროკლიმატის (განათება, ტემპერატურა, ტენიანობა ) კონტროლი

ფასდაკლება