ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

მზა საკვები ბროილერის პრესტარტი კრამბლერი (ასაკი 1 - 7 დღე)

₾58.00
მიმართულება : მეფრინველეობა
ბროილერი
ბრენდი : ინვეტ ფიდი
პროდუქტის ტიპი : მზა საკვები
პროდუქტის ფორმა : გრანული
კოდი : 64083
23.5 - 24.5   2 - 2.5  3 - 3.5
ნედლი პროტეინი % ნედლი უჯრედანა % ნედლი ცხიმი %

 

 

პროდუქტის აღწერა:

აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს ბროილერის კომბინირებულ, დაბალანსებულ საკვებს, რომელიც იწარმოება ISO22000 სტანდარტის დაცვით, ხარისხის კონტროლი ხორციელდება თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდებით. საკვები სრულად აკმაყოფილებს ფრინველის მოთხოვნას, საზრდო ნივთიერებებზე, ზრდის საწყის ეტაპზე     1 - დან 7 დღის ჩათვლით. საკვების ფორმულირება უზრუნველყოფს  წიწილის სტაბილურ განვითარებასა და მაქსიმალურ წონამატს.

 

გამოყენებული ინგრედიენტები:

იმინდი, სოიოს შროტი , ხორბალი, ცხოველური წარმოშობის ნედლეული, მცენარეული ზეთი, მინერალები, ვიტამინები, ამინომჟავები, ტოქსინების საწინააღმდეგო საშუალება, კოქციდიოსტატი, საღებავი.

 

სრული ანალიზი:

ნედლი პროტეინი% 23.5 - 24.5   

ნედლიუჯრედანა% 2 - 2.5

ნედლი ცხიმი% 3 - 3.5

ლიზინი% 1,50

მეთიონინი% 0,60

P% 0.6 - 0.7

Ca% 0.9 - 1.1

Na% 0.16 - 0.17

ტენიანობა 11.5-12.5

ენერგია 300-305 კკალ/100გ

 

გამოყენების ინსტრუქცია:

ფრინველს სკვები ეძლევა  მშრალი სახით,  შეუზღუდავად, დანამატების გარეშე , სასმელ წყალთან ერთად. 1-დან 7 დღის  პერიოდში  მოხმარების ნორმაა 200 გრ/ფრთაზე.

 

ჩვენი საკვების ბენეფიტები:

• წარმოადგენს დაბალანსებულ საკვებს, რომელიც არ საჭიროებს დანამატების გამოყენებას

• ამცირებს დანაკარგებს

• შეიცავს ამინომჟავებს , რომელიც ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის სწორ ჩამოყალიბებას

• შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც აუმჯობესებენ მინერალებისა და ვიტამინების ათვისებას

• შეიცავს პრე და პრობიოტიკებს, რომელიც აუმჯობესებს ნაწლავურ მიკროფლორას

• არ შეიცავს ზრდის ჰორმონებს

 

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ და მზისგან დაცულ ადგილას.

 

შენახვის ვადა:

პროდუქციის წარმოებიდან 120 დღე , დამზადების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.

 

დამატებითი რეკომენდაციები:

საკვების გარდა გამოზრდის პერიოდში მნიშვნელოვანი ფაქტორებია ფერმაში არსებული მიკროკლიმატის (განათება, ტემპერატურა, ტენიანობა ) კონტროლი

 

 

ფასდაკლება