პროდუქტის აღწერა
აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს გოჭის კომბინირებულ, დაბალანსებულ საკვებს, რომელიც იწარმოება ISO 22000 სტანდარტის დაცვით, ხარისხის კონტროლი ხორციელდება თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდებით. პროდუქცია გამოიყენება 3 კგ-დან 12 კგ-მდე გოჭის კვებისთვის. საკვების შემადგენლობა სრულად აკმაყოფილებს ცხოველის მოთხოვნას საზრდო ნივთიერებებზე გამოზრდის პირველ ეტაპზე. სწორი ფორმულირება , ვიტამინების, მინერალებისა და ამინომჟავების სპეციფიკური შემადგენლობა უზრუნველყოფს გოჭის კუნთოვანი ქსოვილის სწორად ჩამოყალიბებას , მაქსიმალურ წონამატს , კარგი გემოვნური თვისებებისა და სტრუქტურის მქონე ხორცის მიღებას.
გამოყენებული ინგრედიენტები
ქერი, ხორბალი, სიმინდი, სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი, მცენარეული ზეთი,სხვა მცენარეული ნედლეული, ამინომჟავები, , ვიტამინები, მინერალები ტოქსინების საწინააღმდეგო საშუალება, არომატიზატორი.
გამოყენების ინსტრუქცია
პროდუქცია განკუთვნილია 3 კგ-დან 12 კგ-მდე გოჭისთვის, ამ პერიოდში ეძლევა 5-8 კგ პრესტარტი ერთ სულზე .
ჩვენი საკვების ბენეფიტები
• შეიცავს გოჭისთვის საჭირო მინერალებს, ვიტამინებს და ამინოჟავებს
• წარმოადგენს დაბალანსებულ საკვებს, რომელიც არ საჭიროებს დანამატების გამოყენებას
• ამცირებს დანაკარგებს
• შეიცავს თუთიის მინერალებს, რომელიც უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ჩამოყალიბებას
• არ შეიავს ცხოველური წარმოშობის ნედლეულს