პროდუქტის აღწერა:
აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს მეხორცული საქონლის კონცენტრატს, რომელიც იწარმოება ISO22000 სტანდარტის დაცვით, ხარისხის კონტროლი ხორციელდება თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდებით. კონცენტრატის სიმინდთან შერევით მიიღება მზა საკვები ნაკლები დანახარჯით , რომელიც სრულად აკმაყოფილებს პირუტყვის მოთხოვნას საზრდო ნივთიერებებზე გამოზრდის მთელი ციკლის განმავლობაში . კონცენტრატისა და შერევის სქემის ფორმულირება უზრუნველყოფს კუნთოვანი მასის სწრაფ განვითარებას, მაქსიმალურ წონამატს, საუკეთესო გემოვნური თვისებებისა და სტრუქტურის მქონე ხორცის მიღებას.
გამოყენებული ინგრედიენტები:
სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი, სიმინდის ბარდა, მცენარეული ზეთი, იონჯის ფქვილი, დაცული შარდოვანა, ვიტამინები, მინერალები, ტოქსინების საწინააღმდეგო საშუალება, არომატიზატორი.
სრული ანალიზი:
ნედლი პროტეინი% 41-42
ნედლიუჯრედანა% 12.5-13
ნედლი ცხიმი% 2.4-3
ლიზინი% 0,00
მეთიონინი% 0,00
P% 0.85-0.9
Ca% 3-3.5
Na% 1.3-1.35
ტენიანობა % 11.5-12.5
ენერგია 8-8.5 მჯ/კგ
გამოყენების ინსტრუქცია :
კონცენტრატი გამოიყენება მზა საკვების დასამზადებლად შესაბამისი სქემის მიხედვით, ერევა მთელმარცვლიან სიმინდს ეტაპობრივად, შეგუების პერიოდის დაცვით და ცხოველის წონის გათვალისწინებით.
კონცეტრატის შეგუების სქემა:
ეტაპი |
დღე |
კონცეტრატი+სიმინდი |
თივა/იონჯა |
1 |
1-5 |
შეუზღუდავად |
4.00 კგ |
2 |
6-10 |
შეუზღუდავად |
2.00 კგ |
3 |
11-15 |
შეუზღუდავად |
1.00 კგ |
კონცენტრატის შერევის სქემა:
ეტაპი |
ცოცხალი წონა |
კონცენტრატი |
სიმინდი |
1 |
100-150კგ |
20% |
80% |
2 |
150-200კგ |
15% |
85% |
3 |
200კგ-დან დაკვლამდე |
10% |
90% |
ჩვენი საკვების ბენეფიტები:
• მარტივი დოზირება – კონცენტრატი საშუალებას გაძლევთ მარტივად მოამზადოთ მზა საკვები
• ამცირებს ხარჯებს
• შეიცავს ამინომჟავებს, რომლებიც ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის სწორ ჩამოყალიბებას
• არ შეიცავს ზრდის ჰორმონებს
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, მზისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა:
პროდუქტის წარმოებიდან 120 დღე.
დამატებითი რეკომენდაციები:
საკვების გარდა გამოზრდის პერიოდში მნიშვნელოვანი ფაქტორებია ფერმაში არსებული მიკროკლიმატის (განათება, ტემპერატურა, ტენიანობა ) კონტროლი.