ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

მზა საკვები ღორის გროუერ-ფინიში მარგე გრანული

₾37.50
მიმართულება : მეღორეობა
ბრენდი : ინვეტ ფიდი
პროდუქტის ტიპი : კომბინირებული საკვები
პროდუქტის ფორმა : გრანული
კოდი : 64092
14 - 14.54.5 - 53.5-4
ნედლი პროტეინი %ნედლი უჯრედანა %ნედლი ცხიმი %

პროდუქტის აღწერა:

აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს გოჭის კომბინირებულ, დაბალანსებულ საკვებს, რომელიც იწარმოება ISO 22000 სტანდარტის დაცვით, ხარისხის კონტროლი ხორციელდება თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდებით. პროდუქცია  გამოიყენება 30-დან დაკვლამდე პერიოდში გოჭის გამოსაკვებად .  სწორი  ფორმულირება  , ვიტამინების, მინერალებისა და ამინომჟავების სპეციფიკური შემადგენლობა უზრუნველყოფს გოჭის კუნთოვანი ქსოვილის სწორად ჩამოყალიბებას ,  მაქსიმალურ წონამატს , კარგი გემოვნური თვისებებისა და სტრუქტურის მქონე ხორცის მიღებას.  საკვებში არსებული პრე და პრობიოტიკები აუმჯობესებენ გოჭის ნაწლავურ მიკროფლორას , რაც  უზრუნველყოფს ნუტრიენტების მარტივად ათვისებას.

 

სრული ანალიზი:

ნედლი პროტეინი% 15.8-17

ნედლიუჯრედანა% 5.5-7

ნედლი ცხიმი% 3.5-4.5

ლიზინი% 1,00

მეთიონინი% 0,35

P% 0.6-0.68

Ca% 0.9-1

Na% 0.22-0.28

ტენიანობა % 11.5-12.5

ენერგია 9.5-10.4 MJ/kg

 

გამოყენების ინსტრუქცია:

პროდუქცია გამოიყენება 32 კგ - დან 75 - კგ მდე გოჭის კვებისთვის. დღიური ნორმა იცვლება ასაკისა და წონის მატებასთან ერთად 1.3 კგ - დან 2.3 კგ - მდე სულზე

 

ჩვენი საკვების ბენეფიტები:

• შეიცავს გოჭისთვის საჭირო მინერალებს, ვიტამინებს და ამინოჟავებს

• შეიცავს შრატის ცილებს, რაც უზრუნველყოფს ადვილად ათვისებად ენერგიას

• წარმოადგენს დაბალანსებულ საკვებს, რომელიც არ საჭიროებს დანამატების გამოყენებას

• ამცირებს დანაკარგებს

• არ შეიავს ცხოველური წარმოშობის ნედლეულს.

• არ შეიცავს ზრდის ჰორმონებს

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ და მზისგან დაცულ ადგილას.

 

შენახვის ვადა:

პროდუქციის წარმოებიდან 120 დღე , დამზადების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.

 

დამატებითი რეკომენდაციები:

საკვების გარდა გამოზრდის პერიოდში მნიშვნელოვანი ფაქტორებია ფერმაში არსებული მიკროკლიმატის (განათება, ტემპერატურა, ტენიანობა ) კონტროლი

ფასდაკლება